მასმედია: საქართველოში სპეცრაზმისა და სპეცტექნიკის მობილიზება ხდება

© photo: Sputnik / Stringerშსს–ს შენობა
შსს–ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
გამოწერა
შსს ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ აღნიშნული ქვედანაყოფის გადაადგილება ყოველწლიურად ხორციელდება და ეს სტანდარტული ღონისძიებაა.
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ზუგდიდიდან ბათუმის მიმართულებით დიდი რაოდენობით სპეცტექნიკა გადაადგილება, იუწყება რეგიონული სააგენტო Odishinews.
სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, დილით შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოდან, რომელიც ზუგდიდში მდებარეობს, სპეციალური ჯავშანტექნიკის, ე.წ. „კობრების“ გადაადგილება შეინიშნებოდა. სპეცრაზმის თანამშრომლები კი ბათუმში პირადი ავტომანქანებით გაემგზავრნენ.
ოპოზიციურმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ ავტომაგისტრალზე ჯავშანტექნიკის გადაადგილების ამსახველი კადრებიც გაავრცელა.
შსს-ში განაცხადეს, რომ აღნიშნული ქვედანაყოფის გადაადგილება ყოველწლიურად ხორციელდება და ეს სტანდარტული ღონისძიებაა.
მაგრამ ოპოზიციური მედია პოლიციის ამ მანევრს საქართველოში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირებს.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. თავის Facebook-გვერდზე მან ორი ვიდეომიმართვა განათავსა, რომლებიც, მისი თქმით, ბათუმშია ჩაწერილი ღამის საათებში. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ეს არის „ფეიკი“ და ექს-პრეზიდენტი საქართველოში არ იმყოფება. შსს-ში ასევე აღნიშნეს, რომ სააკაშვილს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.
ექს-პრეზიდენტმა, რომელმაც არაერთხელ დააანონსა ქვეყანაში დაბრუნება, განაცხადა, რომ არ ეშინია დაჭერის. ქვეყნის ხელისუფლებაში კი პირობა დადეს, რომ როგორც კი ექს-პრეზიდენტი „ქართულ მიწაზე ფეხს დადგამს“, იმავე წუთს დააკავებენ.
ყველა ახალი ამბავი
0