მდინარაძე: სააკაშვილი კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება

© courtesy of Mamuka Mdinaradzeმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
გამოწერა
თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა.
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. მიხეილ სააკაშვილი ბოლო ოთხი დღის განმავლობაში უკრაინის ქალაქ ტრუსკავეცშია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.
„მიხეილ სააკაშვილი იმყოფება უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში. ღამით, ვითომ ვიდეოს რომ დებდა, იმყოფებოდა სასტუმრო „რიქსოსში“. შეიძლება ამ ინფორმაციის გახმოვანების შემდეგ სააკაშვილი დაიმალოს, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დაიმალება. ამ მოქმედებით, ბინძური „ფეიკით“ ამ ადამიანმა კიდევ ერთხელ დაამთავრა საკუთარი პოლიტიკური მოღვაწეობა და დაამთავრა „ნაცმოძრაობა“, – განაცხადა მდინარაძემ.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. თავის Facebook-გვერდზე მან ორი ვიდეომიმართვა განათავსა, რომლებიც, მისი თქმით, ბათუმშია ჩაწერილი ღამის საათებში. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ეს არის „ფეიკი“ და ექს-პრეზიდენტი საქართველოში არ იმყოფება. შსს-ში ასევე აღნიშნეს, რომ სააკაშვილს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.
შსს–ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
შსს: სააკაშვილს უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთია
ოფიციალურმა სტრუქტურებმა უკვე რამდენჯერმე უარყვეს სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის შესახებ ინფორმაცია.
სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა 27 სექტემბერს დააანონსა, რის დასტურადაც „კიევი–თბილისის“ ავიარეისის ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩამოფრენის დროდ 2 ოქტომბრის 23:05 საათია მითითებული.
ექს-პრემიერმა, რომელმაც არაერთხელ დააანონსა ქვეყანაში დაბრუნება, განაცხადა, რომ არ ეშინია დაჭერის. ქვეყნის ხელისუფლებაში კი პირობა დადეს, რომ როგორც კი ექს-პრეზიდენტი „ქართულ მიწაზე ფეხს დადგამს“, იმავე წუთს დააკავებენ.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
ყველა ახალი ამბავი
0