სააკაშვილმა დაკავებამდე 13-წამიანი აუდიო გაავრცელა: „ახლა დამაკავებენ თბილისში“

© AP Photo / Virginia Mayoმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
გამოწერა
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის Facebook-გვერდზე 13-წამიანი აუდიომიმართვა გავრცელდა, რომელშიც სააკაშვილი მის შესაძლო დაკავებაზე საუბრობს.

„დიდი ალბათობით, მე ახლა დამაკავებენ თბილისში. მინდა გითხრათ, არაფრის შეგეშინდეთ, ყველა ვიბრძვით ბოლომდე. ხვალ ყველა მიდით არჩევნებზე და 3-ში (ოქტომბერს) ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას", – ამბობს სააკაშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთი საათის წინ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ოპერაციის დეტალები ჯერ უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი თბილისში დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია: პრემიერის განცხადება
თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. თავის Facebook-გვერდზე მან ორი ვიდეომიმართვა განათავსა, რომლებიც, მისი თქმით, ბათუმშია ჩაწერილი ღამის საათებში. „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ ეს არის „ფეიკი“ და ექს-პრეზიდენტი საქართველოში არ იმყოფება. შსს-ში ასევე აღნიშნეს, რომ სააკაშვილს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.
სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა 27 სექტემბერს დააანონსა, რის დასტურადაც „კიევი–თბილისის“ ავიარეისის ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩამოფრენის დროდ 2 ოქტომბრის 23:05 საათია მითითებული. იგი საქართველოში ჩამოსვლას დედასთან გიული ალასანიასთან ერთად გეგმავდა.
ყველა ახალი ამბავი
0