გიული ალასანია: მიშასთან კომუნიკაცია ბოლო დღეებში არ მქონია

© photo: SputnikМихаил Саакашвили
Михаил Саакашвили - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
გამოწერა
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. მიხეილთან კომუნიკაცია ბოლო დღეებში არ მქონია და მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია თქვენგან გავიგე, განაცხადა მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ "TV პირველთან" საუბრისას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ოპერაციის დეტალები ჯერ უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი თბილისში დააკავეს.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. თავის Facebook-გვერდზე მან ორი ვიდეომიმართვა განათავსა, რომლებიც, მისი თქმით, ბათუმშია ჩაწერილი ღამის საათებში. „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ ეს არის „ფეიკი“ და ექს-პრეზიდენტი საქართველოში არ იმყოფება. შსს-ში ასევე აღნიშნეს, რომ სააკაშვილს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.
სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა 27 სექტემბერს დააანონსა, რის დასტურადაც „კიევი–თბილისის“ ავიარეისის ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩამოფრენის დროდ 2 ოქტომბრის 23:05 საათია მითითებული. იგი საქართველოში ჩამოსვლას დედასთან გიული ალასანიასთან ერთად გეგმავდა.
ყველა ახალი ამბავი
0