მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კიმ ჩენ ინმა აშშ-ის წინადადებაზე უარი თქვა

© POOL / გადასვლა მედიაბანკშიკიმ ჩენ ინი
კიმ ჩენ ინი - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2021
გამოწერა
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ ასამბლეას მოუწოდა, კორეის ნახევარკუნძულზე ომი დასრულებულად გამოცხადდეს აშშ-ის და ჩინეთის თანდასწრებით.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა უარყო აშშ-ის შეთავაზება დიალოგთან დაკავშირებით, შეაფასა რა ეს მტრული განწყობის შენიღბვად, იუწყება სამხრეთკორეული სააგენტო Yonhap News Agency.
მანამდე შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის ბოლო გამოცდა მისი მეზობლებისა და მსოფლიო თანამეგობრობისთვის საფრთხედ მიიჩნია და ოფიციალურ ფხენიანს დიალოგისკენ მოუწოდა.
ამასთან, როგორც სააგენტო წერს, კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეასთან საკონტაქტო არხები ოქტომბრის დასაწყისიდან შეიძლება აღდგეს.
რამდენიმე დღის წინ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჩჟე ინმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას კიდევ ერთხელ დააყენა წინადადება – გამოცხადდეს კორეის ნახევარკუნძულზე ომი დასრულებულად აშშ-ის და ჩინეთის თანდასწრებით. მისი აზრით, ეს კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციაში შეუქცევადი პროგრესის მიღწევას შეუწყობს ხელს.
ამის პასუხად ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დამ კიმ იო ჩჟონმა, რომელიც კორეის მშრომელთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილის პოსტს იკავებს, განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეასთან არა მარტო მშვიდობის გამოსაცხადებლადაა მზად, არამედ კორეათშორისი საკონტაქტო ოფისის აღსადგენად და ქვეყნების ხელმძღვანელთა სამიტის ჩასატარებლადაც — მხარეებს შორის ურთიერთპატივისცემისა და სამართლიანობის არსებობის პირობებში.
ყველა ახალი ამბავი
0