უშგული გარე სამყაროს მოწყდა - კლდის ჩამონგრევის საზარელი კადრები

© Sputnik / Denis Aslanovუშგულის გზაზე
უშგულის გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2021
გამოწერა
კალა–უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა - შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის 178-ე კმ მონაკვეთზე გზის მარცხენა ზედა ფერდი ჩამოიშალა.
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. კალა-უშგულის გზაზე კლდის ჩამონგრევის გამო სოფელი უშგული გარე სამყაროს მოწყდა, იუწყება მესტიის მუნიციპალიტეტის მერია.
მომხდარის გამო ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კალა–უშგულის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა ჩაკეტილია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის 178-ე კმ მონაკვეთზე მარცხენა ზედა ფერდი ჩამოიშალა, რაც საავტომობილო მოძრაობის ჩაკეტვის მიზეზი გახდა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა კლდის ჩამონგრევის ვიდეოკადრები, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია.
კალა–უშგულის მონაკვეთზე ქვათაცვენა ამჟამადაც გრძელდება.
ადგილზე იმყოფებიან საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. სტიქიური მოვლენის დასტაბილურებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყება გზის გაწმენდის სამუშაოები, აცხადებენ უწყებაში.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, საავტომობილო მოძრაობის აღდგენამდე, უშგულის თემის მოსახლეობას მედიკამენტებით და პირველადი საჭიროების ნივთებით მესტიის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.
ყველა ახალი ამბავი
0