რუსეთის უნივერსიტეტებში საქართველოდან სწავლის მსურველთა განაცხადების მიღება დაწყებულია

© photo: Sputnik / Kirill Kalinnikov / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2021
გამოწერა
რუსეთის უნივერსიტეტებში ჩარიცხული საქართველოს მკვიდრი სტუდენტები ბოლო დრომდე კორონავირუსის პანდემიის გამო დისტანციურად სწავლობდნენ.
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში 2022-2023 სასწავლო წლისთვის საბიუჯეტო ადგილებზე ჩარიცხვის მსურველი ქართველი აბიტურიენტებისთვის განაცხადების მიღება დაგეგმილზე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს რუსი თანამემამულეების ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭოს ვებ-გვერდზე განთავსდა.
წინა წლებში განაცხადები მიიღებოდა ადრე გაზაფხულზე, უნივერსიტეტებში სწავლის დაწყების წელს. თუმცა წელს, გამონაკლისის სახით, კორონავირუსის პანდემიის გამო, განაცხადების მიღება დაიწყო სწავლის დაწყებამდე ერთი წლით ადრე. კიდევ ერთი ცვლილება ეხება რუსეთში სწავლის მსურველთათვის ადგილების რაოდენობას: საქართველოს მოქალაქეებისთვის კვოტების რაოდენობა 150-მდე გაიზარდა.
კორონავირუსის პანდემიის გამო რუსეთის უნივერსიტეტებში ჩარიცხული ქართველი სტუდენტები მთელი წლის განმავლობაში დისტანციურ ფორმატში სწავლობდნენ.
ნიკოლაი სვენტიცკი - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2021
როგორ ჩააბარონ ქართველმა აბიტურიენტებმა რუსეთის უნივერსიტეტებში: დეტალური ინსტრუქცია
„აგვისტოს ბოლოს კორონავირუსული ინფექციის შემოტანისა და გავრცელების პრევენციის ოპერატიულმა შტაბმა ტატიანა გოლიკოვას ხელმძღვანელობით უცხოელ სტუდენტებს ნებისმიერი ქვეყნიდან რუსეთში სასწავლებლად დაბრუნების საშუალება მისცა. ყველას, ვინც უკვე სწავლობდა ან წელს ჩააბარა, შეუძლია სწავლის ადგილებში დაბრუნება, საერთო საცხოვრებლებში ცხოვრება და სწავლის ჩვეული ფორმატით გაგრძელება", – განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ შვეიცარიის საელჩოსთან არსებული საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის საკონსულო სამსახურის გამგემ ანდრეი ვოსკობოინიკოვმა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, მოქალაქეობის არმქონე პირებს და რუს თანამემამულეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, რომლებსაც გააჩნიათ დროებითი ბინადრობის ნებართვა ან ბინადრობის ნებართვა საქართველოში, ასევე არ გააჩნიათ რეგისტრაცია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადი ვებ-გვერდზე.
განაცხადს უნდა დაერთოს დასკანერებული დოკუმენტები იმ ჩამონათვალის შესაბამისად, რომელიც კანდიდატის დოსიეს მოიცავს. საჭირო დოკუმენტების დეტალური ჩამონათვალი იმავე ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადა გაგრძელდება 2021 წლის 1 სექტემბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით. განმცხადებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ქართულ ენაზე წარდგენილ დოკუმენტებს უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი რუსულ ენაზე.
აბიტურიენტებისათვის დეტალური ინფორმაცია ორგანიზატორების ბმულზეა განთავსებული.
ყველა ახალი ამბავი
0