მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კუდიანებზე ნადირობა: ცრუ მქადაგებლების წაქეზებით რვა ქალი ცოცხლად დაწვეს

© photo: Sputnik / Владимир Пирогов / გადასვლა მედიაბანკშირიტუალური კოცონი
რიტუალური კოცონი  - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2021
გამოწერა
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში რვა ქალს ჯადოქრობაში დასდეს ბრალი და ცოცხლად დაწვეს, იუწყება ბრიტანული გამოცემა The Guardian ადგილობრივ უფლებადამცველებზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალები სექტემბერში დასაჯეს სიკვდილით პროვინცია კივუს სამ რაიონში. აღნიშნულ პროვინციაში მრავლად არიან სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებიც იქ რეგიონული ომების შემდეგ დარჩნენ.
წიგნები  - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2019
მღვდელმსახურებმა „ჯადოქრული“ წიგნები და საგნები საჯაროდ დაწვეს: თანამედროვე აუტოდაფე
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში „ქალთა ასოციაცია მედიაში“ აცხადებენ, მიმდინარე წლის ივნისიდან დღემდე მათ ჯადოქრობაში ბრალდების 324 შემთხვევა აქვთ დაფიქსირებული.

„ეს მოვლენა აღორძინების გზაზეა, იმიტომ რომ სახელმწიფო ვერ უმკლავდება ძირითად ამოცანებს, პოლიცია და მართლმსაჯულების სისტემა კი არ ასრულებენ საკუთარ მოვალეობებს“, — ამბობს სოციოლოგიის პროფესორი ბოსკო მუჩუკივა.

პროფესორის თქმით, ქალებზე თავდასხმა ბაჯაკაზების — ცრუ მქადაგებლებისა და თვითგამოცხადებული ექსტრასენსების, ძირითადად, ქალების მიერ იყო პროვოცირებული, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ალქაჯების აღმოჩენის უნარი აქვთ.
„ეს სიცრუეა. ისინი მიამიტი ადამიანების ნდობით სარგებლობენ, რათა მიმდევრები გაიმრავლონ და სოფლებში მეტი გავლენა მოიპოვონ“, — განმარტავს მუჩუკივა.
როგორც ტერიტორია კაბარეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტედი მიდერჰო ამბობს, წლის დასაწყისიდან მათთან 60 წელს გადაცილებული ექვსი ქალი მოკლეს, რომლებიც ბაჯაკაზებმა ალქაჯებად გამოაცხადეს.
მისი თქმით, ორი წლის წინ 11 ბაჯაკაზი დააპატიმრეს. ისინი ექვს თვეში გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც „პროფესიის“ შეცვლის პირობა დადეს. თუმცა ზოგი მათგანი ფარულად მაინც განაგრძობს „წინასწარმეტყველებას“.
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2018
ამერიკელმა ალქაჯებმა პრეზიდენტი ტრამპი და მოსამართლე კავანო დაწყევლეს
პროკურატურის განმარტებით, მკვლელობებთან დაკავშირებული პირების გამოვლენა პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ბრბოს მართლმსაჯულება ხდება, სოფლის მამასახლისები ამბობენ, რომ ეს ხალხმა გააკეთა და სახელებს არ აკონკრეტებენ.
მანამდე გამოცემა Deutsche Welle ასევე წერდა, რომ კუდიანებზე ნადირობა 21-ე საუკუნეშიც კი არ ბარდება წარსულს. აფრიკის, აზიისა და ოკეანიის რიგ ქვეყნებში ეს ჯერ ისევ სამწუხარო რეალობაა. სწორედ ამიტომაცაა გამოცხადებული 10 აგვისტო კუდიანებზე ნადირობასთან ბრძოლის მსოფლიო დღედ.
ყველა ახალი ამბავი
0