Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თბილისის შემდეგ კახეთი: ეპიდვითარება საქართველოში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.185-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 609.340-ს მიაღწია.
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.185 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 584 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე კახეთი, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: კახეთი – 413, იმერეთი – 392, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 215, ქვემო ქართლი – 153, შიდა ქართლი – 148, აჭარა – 121, მცხეთა-მთიანეთი – 61, გურია – 46, სამცხე-ჯავახეთი – 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2.010 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 580.891-მდე გაიზარდა.
 ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: 2 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 40 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 8.884-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 19.539 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.360 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.608, იმერეთში – 901, აჭარაში – 422.
1.066 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 286 პირი, მათგან თბილისში – 170, იმერეთში – 31, აჭარაში – 21. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 744 ადამიანი, მათ შორის 372 – თბილისში, 215 – აჭარაში. 14.435 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 45 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 36, აჭარაში – 9.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15.792 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.185-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 609.340-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0