https://sputnik-georgia.com/20210928/rustaveli-mtawmindis-sabagiros-reabilitacia-iwyeba-259963553.html
რუსთაველი–მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის რეაბილიტაცია იწყება
რუსთაველი–მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის რეაბილიტაცია იწყება
Sputnik საქართველო
ამჟამად თბილისში სამი საბაგირო გზა ფუნქციონირებს. ერთი რიყის პარკსა და ნარიყალას აკავშირებს, მეორე – ჭავჭავაძის გამზირსა და კუს ტბას, ხოლო მესამე – ბაგებსა და... 28.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-28T14:47+0400
2021-09-28T14:47+0400
2021-09-28T20:08+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24495/83/244958338_0:960:2048:2112_1920x0_80_0_0_2e06cec0016d75bce06323c5e4d05a70.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. რუსთაველი–მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის რეაბილიტაციის პროექტი ოფიციალურად დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის ადმინისტრაცია ავრცელებს.თბილისის მერმა კახა კალაძემ კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად სამშენებლო მოედნის ტერიტორიაზე სიმბოლური კაფსულა ჩადო.როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის განხორციელება დაახლოებით 50 მლნ ჯდება.კალაძის თქმით, დედაქალაქში დაგეგმილია კიდევ ორი ანალოგიური პროექტის განხორციელება – გურამიშვილის მეტროდან თემქის ხევის გავლით თბილისის ზღვის მიმართულებით, ხოლო მეორე პროექტი – ვაზისუბანში.თბილისის მერიის ინფორმაციით, სამშენებლო-არქიტექტურული ნაწილი მოიცავს ისეთ სამუშაოებს, როგორიცაა საბაგირო ხაზის ქვედა და ზედა სადგურების სრული რეაბილიტაცია და ხუთი ახალი ანძის ფუნდამენტების მოწყობა. აღნიშნულ სამუშაოებს შეასრულებს სამშენებლო კომპანია „დაგი“, ხოლო საიჟინრო-ტექნოლოგიურ ნაწილზე პასუხისმგებელია ავსტრიული კომპანია Doppelmayr Seilbahnen GmbH.რუსთაველი–მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზა საათში 1.200 მგზავრს მოემსახურება. ხაზზე 21 გონდოლა იმოძრავებს, გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე 4,07 წუთი იქნება, ხოლო მარშრუტის სიგრძე – 845,55 მეტრი.მერიის ინფორმაციით, საბაგიროს ექსპლუატაციაში გაშვება დაგეგმილია 2022 წლის ბოლოსთვის და ის სამართავად „მთაწმინდის პარკს“ გადაეცემა.მთაწმინდის პარკისკენ მიმავალი საბაგირო გზის ქვედა სადგური მეტროს სადგურ „რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიაზე, მეცნიერებათა აკადემიის შენობის ეზოში მდებარეობს. საბაგირო 1958 წელს გაიხსნა და მან 1990 წლის ზაფხულში მომხდარ კატასტროფამდე იმუშავა. მაშინ ბაგირის გაწყვეტის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა.
https://sputnik-georgia.com/20210601/mtawmindis-sabagiros-mshenebloba-iwyeba-251901063.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24495/83/244958338_0:768:2048:2304_1920x0_80_0_0_dff4aacd431f980ef67ee23f0c6dacea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, თბილისის მერია
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, თბილისის მერია
რუსთაველი–მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის რეაბილიტაცია იწყება
14:47 28.09.2021 (განახლებულია: 20:08 28.09.2021) ამჟამად თბილისში სამი საბაგირო გზა ფუნქციონირებს. ერთი რიყის პარკსა და ნარიყალას აკავშირებს, მეორე – ჭავჭავაძის გამზირსა და კუს ტბას, ხოლო მესამე – ბაგებსა და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს.
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. რუსთაველი–მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის რეაბილიტაციის პროექტი ოფიციალურად დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის ადმინისტრაცია
ავრცელებს.
თბილისის მერმა კახა კალაძემ კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად სამშენებლო მოედნის ტერიტორიაზე სიმბოლური კაფსულა ჩადო.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის განხორციელება დაახლოებით 50 მლნ ჯდება.
„თვითონ ტექნიკა არის მსოფლიოში წამყვანი კომპანია Doppelmayr-ის, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ მსოფლიოში ამ დარგში, ამ მიმართულებით. დაახლოებით 2022 წლის ბოლოსთვის მთლიანად დამთავრებული იქნება ეს სამუშაო. დარწმუნებული ვარ, საბაგირო დიდი პოპულარობით ისარგებლებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კალაძის თქმით, დედაქალაქში დაგეგმილია კიდევ ორი ანალოგიური პროექტის განხორციელება – გურამიშვილის მეტროდან თემქის ხევის გავლით თბილისის ზღვის მიმართულებით, ხოლო მეორე პროექტი – ვაზისუბანში.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამშენებლო-არქიტექტურული ნაწილი მოიცავს ისეთ სამუშაოებს, როგორიცაა საბაგირო ხაზის ქვედა და ზედა სადგურების სრული რეაბილიტაცია და ხუთი ახალი ანძის ფუნდამენტების მოწყობა. აღნიშნულ სამუშაოებს შეასრულებს სამშენებლო კომპანია „დაგი“, ხოლო საიჟინრო-ტექნოლოგიურ ნაწილზე პასუხისმგებელია ავსტრიული კომპანია Doppelmayr Seilbahnen GmbH.
რუსთაველი–მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზა საათში 1.200 მგზავრს მოემსახურება. ხაზზე 21 გონდოლა იმოძრავებს, გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე 4,07 წუთი იქნება, ხოლო მარშრუტის სიგრძე – 845,55 მეტრი.
მერიის ინფორმაციით, საბაგიროს ექსპლუატაციაში გაშვება დაგეგმილია 2022 წლის ბოლოსთვის და ის სამართავად „მთაწმინდის პარკს“ გადაეცემა.
მთაწმინდის პარკისკენ მიმავალი საბაგირო გზის ქვედა სადგური მეტროს სადგურ „რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიაზე, მეცნიერებათა აკადემიის შენობის ეზოში მდებარეობს. საბაგირო 1958 წელს გაიხსნა და მან 1990 წლის ზაფხულში მომხდარ კატასტროფამდე იმუშავა. მაშინ ბაგირის გაწყვეტის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა.