ენერგეტიკული შეტევა ადამიანზე: როგორ დავადგინოთ და მოვიგერიოთ

© Pixabay / pixel2013მთვარე ხელში
მთვარე ხელში - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2021
გამოწერა
ეზოტერიკოსები ირწმუნებიან, რომ ყველა ადამიანი შეიძლება მოხვდეს ნეგატიური ზემოქმედების ქვეშ. მათი თქმით, გადადაღლილობა, უმიზეზო გაღიზიანება და მოულოდნელი ტკივილები – ეს სწორედ რომ ენერგეტიკული თავდასხმის ნიშნებია.
ამ დროს ექიმები პრაქტიკულად უძლურნი არიან დასვან დიაგნოზი და დანიშნონ ეფექტური მკურნალობა. ამასობაში კი ადამიანის მდგომარეობა თანდათან უარესდება, ეუფლება უმიზეზო შფოთვა და აპათია.

ენერგეტიკული ზემოქმედების დადგენა

იმის დადგენა, არის თუ არა შეუძლოდ ყოფნა უარყოფითი ენერგეტიკული ზემოქმედების შედეგი, იოლად შეიძლება.
მსოფლიო რუკა ხელებზე - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2019
დაიხედეთ ხელისგულზე: თუ ეს სამი ასო შენიშნეთ, რჩეული ადამიანი ხართ
აიღეთ ორი ჭიქა და აავსეთ ისინი წყლით. ოდნავ მოსვით თითოეული მათგანიდან, რათა დარწმუნდეთ, რომ ორივე ჭიქაში ჩასხმულ წყალს ერთნაირი გემო აქვს. ამის შემდეგ ერთ-ერთ მათგანს მარჯვენა ხელისგული დააფარეთ და ხუთი წუთი გააჩერეთ. წარმოიდგინეთ, რომ ამ დროის განმავლობაში თქვენი ენერგია ჭიქაში გადადის და ავსებს მას. მერე კი ისევ მოსვით წყალი.
თუ მისი გემო არ შეცვლილა, ან უკეთესიც კი გახდა, ე.ი. თქვენზე არანაირ ენერგეტიკულ ზემოქმედებას არ აქვს ადგილი;
ხოლო თუ წყალს მწარე, მჟავე და მლაშე გემო დაკრავს, გამოდის, რომ ვიღაც არაკეთილისმსურველი ენერგეტიკულად გიტევთ.

როგორ რეაგირებს ორგანიზმი ენერგეტიკულ თავდასხმაზე

ადამიანის ორგანიზმი საკმაოდ სწრაფად იცნობს ნეგატიურ გავლენას და განგაშის სიგნალების გზავნას იწყებს თავის ტკივილების, გულის რევის შეგრძნებისა და გამუდმებული შიმშილის გრძნობის სახით. ამ დროს ადამიანს ეუფლება შფოთვა, ხდება გაღიზიანებული, ვერ აკონტროლებს ემოციებს, ხშირად ეცვლება გუნება, აქტიურობას სწრაფად ცვლის აპათია.
ტაროს კარტი  - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2021
სახალისო მაგია: აირჩიეთ კარტი და გეტყვით – რა გელით უახლოეს სამ დღეში
გარდა ამისა, ხან საერთოდ ვერ იძინებს, ხან კი მთელი დღე და ღამე ძილადაა მივარდნილი, რა დროსაც მშფოთვარე და ქაოსურ სიზმრებს, კოშმარებსაც კი ხედავს. გაღვიძების შემდეგ კი კიდევ უფრო დაღლილად გრძნობს თავს.
გაღიზიანება და ბრაზი მტკიცედ იკიდებს ფეხს და ამის ფონზე ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობა უარესდება. უფრო მეტიც, ამ დროს, შესაძლოა, ფრიად წარმატებული და აყვავებული ბიზნესიც კი ჩავარდეს და საქმე უკან-უკან წავიდეს.
ადამიანს უჩნდება შეგრძნება, რომ ყველაფერი ხელიდან უცვივა: ემსხვრევა ჭურჭელი, უმარტივესი საქმე ბოლომდე ვერ მიჰყავს, ხშირდება წვრილმანი საყოფაცხოვრებო ტრავმები...
ფანჯარა - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2017
სახალისო ჯადოქრობა: როგორ მოვიზიდოთ წარმატება და ბედნიერება ფანჯრის მეშვეობით

ენერგეტიკული თავდასხმის მოგერიების მეთოდები

ეზოტერიკოსები ამბობენ, რომ უარყოფით ენერგიასთან ბრძოლა მარტივი წესებითაა შესაძლებელი და რამდენიმე რჩევასაც გვთავაზობენ.
1.
ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდად უარყოფით ზემოქმედებასთან გასამკლავებლად მედიტაცია მიიჩნევა. მას შეუძლია გამოათავისუფლოს თქვენი საკუთარი ენერგეტიკა და მიმართოს ის თქვენივე დაცვისკენ. მნიშვნელოვანია, რომ მედიტაციისას სხეულის გარშემო დამცავი გარსი წარმოიდგინოთ, რომელიც მთლიანად და საფუძვლიანად დაგფარავთ.
როგორც კი უარყოფით გავლენას იგრძნობთ, მაშინვე წარმოთქვით სიტყვები: „ვისგანაც მოვიდა ბოროტი, დაე, ისევ მას დაუბრუნდეს“.
2.
აიღეთ 5 ცალი სანთელი, ზღვის მარილი და წითელი ლენტი. შემდეგ აავსეთ აბაზანა თბილი წყლით, აანთეთ სანთლები, რომელთაგან ერთს წითელი ლენტი ექნება შემოხვეული. ჩაყარეთ ზღვის მარილი აბაზანაში და თან წარმოთქვით: „ზღვის ფსკერის ნობათი ცუდ თვალს ამარიდებს, გამწმენდს და დამიცავს“.

შემდეგ ჩაწექით წყალში 15-20 წუთით. ამ დროის განმავლობაში უყურეთ სანთლების ალს და წარმოიდგინეთ, რომ მთელი ნეგატივი მათ ცეცხლში იწვება. მერე გადაივლეთ გრილი წყალი და თქვით: „წყალი წაიღებს ბოროტს, ჭირსა და ვარამს“. ბოლოს, თუ სანთლები ამასობაში ჩამწვარი არ არის, ჩააქრეთ ისინი, შეახვიეთ ნამწვები რაიმეში, გაიტანეთ სახლიდან და გადააგდეთ ან დაფალით.
ყველა ახალი ამბავი
0