Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 საქართველოში: 2 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკში ლაბორატორია
 ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2021
გამოწერა
ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 580.891 ადამიანი. სულ ჩატარებულია 1.760.878 აცრა, ერთ დღეში აცრილია 11.421 ადამიანი.
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.185-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 609.340-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 580.891 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.010), გარდაიცვალა – 8.884 (ბოლო 24 საათში – 40). კარანტინის რეჟიმშია 45, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.360 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 744 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 31.216 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19.877, PCR–ტესტით – 11.339.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 7%, ბოლო 14 დღის – 6,32%, ბოლო 7 დღის – 5,96%.
სულ ჩატარებულია 1.760.878 აცრა, ერთ დღეში აცრილია 11.421 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0