„რა უნდა პარლამენტში?! დადგეს და იმღეროს“ – ხაზარაძის კონცერტმა სოციალური ქსელი „ააფეთქა“

© photo: Sputnikმამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
გამოწერა
პოლიტიკოსის უჩვეულო წინასაარჩევნო სვლამ დედაქალაქის მცხოვრებლები სასიამოვნოდ გააოცა.
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა მამუკა ხაზარაძემ მეტროს სადგურ „მარჯანიშვილთან“ მონაწილეობა მიიღო ქუჩის მუსიკოსების კონცერტში.
ყოფილმა ბანკირმა ხელში გიტარა აიღო და ბენდთან ერთად რამდენიმე ქართული და უცხური ჰიტი შეასრულა, მათ შორის – The Beatles-ის Hey Jude.
ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა და ათასობით ნახვა და კომენტარი დააგროვა. პოლიტიკოსის მუსიკალურმა ტალანტმა ბევრი გააოცა.
„ყოჩაღ ხაზარაძეს!“ – წერს Veriko Shatirishvili.
„რა კარგად მღერის" – წერს ლია ტყეშელაშვილი.

„რა უნდა პარლამენტში? დადგეს და იმღეროს. აქ ხალხი უსმენს, იქ კი არავინ", – წერს Ketevan Patiashvili.

ზოგიერთმა ამორჩეველმა ხაზარაძის „ქუჩის მუსკოსობა" წინასაარჩევნო კამპანიას დაუკავშირა.
„მართალია, ხმას არ მივცემ, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ამ ადამიანზე წარმოდგენა შემეცვალა. სასიამოვნო წინასაარჩევნო სვლები აქვს", – წერს Leila Esitashvili.
„ფულს აგროვებს თუ ხმებს?" – წერს Lali Lali.
„რა კარგია, არჩევნები რომ არსებობს... ახსენდებათ ხალხი", – წერს Herile Guliko
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში შაბათს, 2 ოქტომბერს ჩატარდება.
ყველა ახალი ამბავი
0