სპეციალურად კოვიდ-გადატანილებისთვის: აღმდგენი რაციონი ექიმისგან

© AP Photo / Rajanish Kakadeკოვიდ-პაციენტი და ექიმი საავადმყოფოს პალატაში
კოვიდ-პაციენტი და ექიმი საავადმყოფოს პალატაში - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
გამოწერა
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. მათ, ვინც ცოტა ხნის წინ კორონავირუსული დაავადება COVID-19 გადაიტანეს, იმ პროდუქტების ჩამონათვალი უნდა იცოდნენ, რომლებიც სასიცოცხლო ენერგიის აღდგენას აჩქარებს, აცხადებს ნუტრიციოლოგი ქსენია ჩორნაია.
სპეციალისტის თქმით, კორონავირუსული ინფექციის დამახასიათებელი შედეგებია მეხსიერებისა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, დაღლილობა, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, თმების ცვენა.
თმის მოვლა - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
თუ COVID-19-ის შემდეგ თმის ცვენა დაგეწყოთ: ექიმი გირჩევთ, როგორ მოიქცეთ
ამასთან დაკავშირებით ექიმი დაბეჯითებით ურჩევს ავადმყოფობაგადატანილებს, ამოიღონ ყოველდღიური რაციონიდან შაქარი და გლუტენი, რომლებიც ხელს უშლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აღდგენას. გარდა ამისა, აუცილებელია რძისა და რძემჟავა პროდუქტების რაოდენობის შემცირებაც.
ნუტრიციოლოგის განმარტებით, ნაწლავების მიკროფლორას აღდგენაში უჯრედისით მდიდარი პროდუქტი — ბოსტნეული, ფოთლოვანი მწვანილეული და კენკრა ეხმარება.
ექიმი ამბობს, რომ კორონავირუსის კიდევ ერთი შედეგი — სხეულისა და ოფლის უსიამოვნო სუნია, რომელიც ორგანიზმის დეტოქსიკაციის პროცესების დარღვევის გამო ჩნდება. შედეგად თავს იჩენს ცილის, В და С ჯგუფის ვიტამინების, რკინის, თუთიის ნაკლებობა, რაც, თავის მხრივ, თმებთან, ფრჩხილებთან და კანთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს.

„როგორ შეგვიძლია ამის აღდგენა? თუ ლორწოვანა წესრიგში გაქვთ, მიირთვით ლიმონიანი წყალი და ასევე ხარისხიანი ცილები (რაც მარილმჟავის დონეს გაზრდის), საგულდაგულოდ დაღეჭეთ საკვები <...> მიაქციეთ ყურადღება, რომ ყოველი კვება შედგებოდეს ცილებისა და უჯრედისისგან. ძალიან კარგია, თუ ეს მუქი მწვანე ბოსტნეული, ფოთლოვანი მწვანილეული იქნება“, — ხაზი გაუსვა ექიმმა.

გარდა ამისა, ნუტრიცილოგმა ყურადღება გაამახვილა ისეთ ბალახეულზეც, რომლებსაც ვირუსების საწინააღმდეგო თვისებები აქვს და კუჭის მჟავიანობის აღდგენას უწყობს ხელს. ასეთებია, მაგალითად, კალენდულა, ფარსმანდუკი და სალბი.
ექიმები ავადმყოფის მკურნალობისას - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2021
ეფექტური პრეპარატები COVID-19-ის სამკურნალოდ: ექიმი ასახელებს წამლებს
რკინისა და ვიტამინ B12-ის დეფიციტის შემთხვევაში რაციონში აუცილებლად უნდა ჩართოთ სუბპროდუქტები: ღვიძლი, ენა, კუჭები და გულები.
რაც შეეხება მეხსიერებასა და კონცენტრაციის უნარს, მათ აღდგენაში ხარისხიანი ომეგა-3 და ასევე ვიტამინი А დაგეხმარებათ. მათი შემცველი პროდუქტებია: ვირთევზის ღვიძლი, ცხიმიანი თევზი, კვერცხი, სუბპროდუქტები, სელის ზეთი.
COVID-19-ის შემდეგ ორგანიზმს აღდგენაში ასევე ეხმარება ანთების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა კურკუმა, ბოსტნეული, მწვანილი და კენკროვნები.
ყველა ახალი ამბავი
0