სიღნაღში გახარიას პარტიიდან დეპუტატობის კანდიდატი სპილენძის ქვაბის მოპარვის დროს დააკავეს

© photo: Sputnikდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
გამოწერა
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. კახეთში ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის" წევრი ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, იუწყება „პირველი არხი“.
დაკავებული ვასილ პაპაშვილი გახარიას გუნდიდან სიღნაღის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატია.
გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის მამაკაცი სხვისი საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული სათავსოდან ლითონის საგნებს სისტემატურად იპარავდა. პაპაშვილი ქურდობის დროს დააკავეს.
„მარნის ოთახიდან ვასილ პაპაშვილი იპარავდა ვენახის ხელით შესაწამლად განკუთვნილ მოწყობილობას. ასევე მოიპარა სპილენძის ქვაბი“, – განაცხადა დაზარალებულმა.
დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა მოწყობილობა, მათ შორის სპილენძის ქვაბი.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0