მაია ასათიანი საყვარელ მამაკაცთან ერთად – ტელეწამყვანი რომანტიკულ ფოტოს აქვეყნებს

© Facebook / Maia Asatianiმაია ასათიანი
მაია ასათიანი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
გამოწერა
ცნობილი ტელეწამყვანი შეყვარებულია და ამას არ მალავს.
საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია ის ფაქტი, რომ მაია ასათიანი შეყვარებულია, თუმცა მისი რჩეულის ვინაობას არ გვიმხელს. ტელეწამყვანი შეყვარებულის სახეს ამ დრომდე არ აჩენს.
ცოტა ხნის წინ მაიამ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი მას კოცნის. მაია ასათიანი სასიყვარულო პოსტებს ხშირად აქვეყნებს. ვინ არის მისი საყვარელი კაცი, უცნობია, თუმცა ტელეწამყვანი მიანიშნებს, რომ ის სხვა თაობიდანაა და მასზე უმცროსია.
როგორც ჩანს, წყვილი ერთად ბევრ დროს ატარებს. მაისში, ტელეწამყვანის დაბადების დღეზე მათი ერთობლივი ფოტოები საზოგადოებამ პირველად იხილა, როდესაც ბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში დასასვენებლად იმყოფებოდნენ.
ტელეწამყვანი ინტერვიუებში აღნიშნავს, რომ გათხოვებას აღარ აპირებს, რადგან ისეთი ცხოვრება მოსწონს, როგორიც ახლა აქვს ოთხფეხა მეგობრებთან ერთად და როცა შეუძლია საღამოს საკუთარ თავთან მარტოობით დატკბეს.
ყველა ახალი ამბავი
0