„ბენიფერი“ კვლავ პაპარაცების ყურადღების ცენტრშია – წყვილი ნიუ-იორკის ქუჩებში დააფიქსირეს

© Facebook / Jennifer Lopezჯენიფერ ლოპესი
ჯენიფერ ლოპესი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
გამოწერა
ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის რომანი სულ ორ წლის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა ამ მოკლე დროშიც საკმაოდ ხმაურიანი გახდა. წყვილი იმდენად პოპულარული იყო, რომ მათ მეტსახელად „ბენიფერი“ შეარქვეს.
გასულ კვირაში ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის პირველი ერთობლივი ინტერვიუ გავრცელდა. ბენ აფლეკის პასუხებით თუ ვიმსჯელებთ, ის ჯენიფერით აღფრთოვანებულია. ბენ აფლეკისა და ჯეი ლოს პირველ ერთობლივ ინტერვიუში აღტაცება 49 წლის ბენს სახეზეც ეტყობა.
ახლახან წყვილი ნიუ-იორკში, მედისონზე სეირნობისას გადაიღეს. წყვილი ბედნიერებას ასხივებდა. ბენი ჯენიფერს გვერდიდან არ შორდებოდა, კოცნიდა და ეხვეოდა.
52 წლის ჯეი ლო საოცარ ფორმაში იყო. მას მწვანე ფერებში გადაწყვეტილი ორეული ამშვენებდა, რომელზეც ამავე ფერის პალტო ჰქონდა მოცმული.
17 წლის შემდეგ „ბენიფერი“ „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზე წითელ ხალიჩაზე პირველად გამოჩნდა, მათი ურთიერთობა ახლა ოფიციალურია და, სავარაუდოდ, მალე ჯეი ლო და ბენ აფლეკი დაქორწინდებიან კიდეც. რამდენიმე კვირის წინ პაპარაცებმა ბენ აფლეკი დედასთან სემთან და შვილთან სამუელთან ერთად მაღაზია Tiffany’s-ში დააფიქსირეს. როგორც ტაბლოიდები წერენ, მსახიობი იქ ნიშნობის ბეჭდის ასარჩევად იყო მისული.
ყველა ახალი ამბავი
0