მძღოლების საყურადღებოდ! გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

© photo: Sputnik / Stringerგვირაბი
გვირაბი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
გამოწერა
საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში ამაღამ ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 28 სექტემბრის 00:00 სთ-დან 04:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი–თბილისის, ხოლო 28 სექტემბრის 04:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი–სენაკის მიმართულებებზე აიკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გვირაბის სენაკი–თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გვირაბის თბილისი–სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში კი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი–თბილისის მიმართულებაზე, ხოლო სენაკი–თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.
ყველა ახალი ამბავი
0