Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ციხეებში შეზღუდვა მოიხსნა: ვინ ისარგებლებს ხანგრძლივი პაემნის უფლებით

© Pixabay / Pavlofoxსაპატიმრო
საპატიმრო - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
გამოწერა
ხანგრძლივი პაემნის უფლებას მიიღებენ მხოლოდ ის ბრალდებულები და მსჯავრდებულები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არიან აცრილი.
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. დღეიდან ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ხანგრძლივ პაემნებზე დაწესებული შეზღუდვა იხსნება, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით ხანგრძლივი პაემნები 2020 წლის მარტში აიკრძალა.
ხანგრძლივი პაემნების დაშვების გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღო.
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2021
რამდენი პატიმარია საქართველოში - ახალი სტატისტიკა
უწყების ინფორმაციით, ხანგრძლივი პაემნის უფლებით ისარგებლებენ მხოლოდ ის ბრალდებულები და მსჯავრდებულები, რომლებიც ორჯერადად ვაქცინირებული არიან. რაც შეეხება ვიზიტორებს, ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან პაემანზე დაიშვებიან მხოლოდ ასევე სრულად ვაქცინირებული პირები, რომლებმაც შესაბამისი დოკუმენტი უნდა წარადგინონ.
პენიტენციურ სისტემაში პატიმართა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო, რომელიც ყველა დაწესებულებაში ამ დრომდე მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულების 80% ვაქცინირებულია, 65% კი რევაქცინირებულიც. ამ დროისათვის თბილისის სამოქალაქო სექტორის კლინიკასა და ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინო სივრცეში ჯამში 50 ინფიცირებული მსჯავრდებული იმყოფება, რაც პატიმართა საერთო რაოდენობის 0,5%-ია.
რაც შეეხება სპეციალური პენიტენციური სისტემის პერსონალს, თანამშრომელთა 92% აცრილია, ხოლო 77% რევაქცინირებულია.
1 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში 9,4 ათასამდე პატიმარია, რაც მოსახლეობის 0,25 პროცენტს შეადგენს.
ამჟამად საქართველოში საპატიმროები პატიმართა რისკის ხარისხისა და პატიმრობის სახის მიხედვით სამ ტიპად იყოფა – ღია, ნახევრად ღია და დახურული დაწესებულებები. ამ უკანასკნელში მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები არიან მოთავსებული.
ყველა ახალი ამბავი
0