არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველ კომპანიებზე გასაცემი სესხის მოცულობა დაზუსტდა

© photo: Sputnik / Stringerვაშლი
ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
გამოწერა
ხილის გადამამუშავებელი კომპანიები არასტანდარტული ვაშლის შეძენისა და მისი გადამუშავების მიზნობრიობით 500 ათასიდან 5 მილიონ ლარამდე ჩათვლით სესხის აღებას შეძლებენ.
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველ საწარმოებზე საბრუნავი საშუალებებისთვის „შეღავათიანი აგროკრედიტის” პროექტის ფარგლებში გასაცემი კრედიტის მოცულობა 500 ათასი ლარიდან 5 მილიონამდე ლარის ჩათვლით განისაზღვრა.
გადაწყვეტილება „შეღავათიანი აგროკრედიტის” პროექტში ცვლილებების განხორცილების თაობაზე დღეს მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
სესხის აღებას არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული ხილის გადამამუშავებელი კომპანიები არასტანდარტული ვაშლის შეძენისა და მისი გადამუშავების მიზნობრიობით შეძლებენ.
ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2021
თელავში არასტანდარტული ვაშლის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა
მიმდინარე წელს არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში ხილის გადამამუშავებელი რვა საწარმოა ჩართული შიდა ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებიდან. არასტანდარტული ვაშლის გადამუშავებით მიღებული კონცენტრატის რეალიზაცია მეტწილად ევროკავშირის ბაზარზე ხორციელდება.
სამრეწველო ვაშლის დაბინავების პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით სახელმწიფო სუბსიდიის პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში სამრეწველო ვაშლის შესყიდვისას სახელმწიფო სუბსიდიას გასცემს – 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს. სუბსიდიას ვაშლის მოსავლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები მიიღებენ, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 22 თეთრად შეისყიდიან.
ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2021
ქართველი ფერმერები არასტანდარტული ვაშლის გაყიდვაში სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებენ
26 სექტემბრის მონაცემებით, უკვე გადამუშავებულია 3.700 ტონაზე მეტი სამრეწველო ვაშლი.
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ სახელმწიფო პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამა ფერმერების დასახმარებლად მიზნობრივ კრედიტებს ითვალისწინებს დაბალი ტარიფით.
ყველა ახალი ამბავი
0