საქართველოში 27 სექტემბერს აფხაზეთის ომში დაღუპულებს იხსენებენ

© Sputnik / Alex Shlamovმემორიალი
მემორიალი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
გამოწერა
საქართველოს პირველმა პირებმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან თბილისში დილიდან ხალხმრავლობაა — აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას მათი ოჯახების წევრების გარდა, მთავრობის წევრები და საზოგადო მოღვაწეები პატივს მიაგებენ.
სოხუმი ადგილობრივ და ჩრდილოკავკასიურ შეიარაღებულ ფორმირებათა ხელში 1993 წლის 27 სექტემბერს გადავიდა, რომლებმაც 30 სექტემბერს თითქმის მთელ აფხაზეთზე დაამყარეს კონტროლი. საქართველოში 27 სექტემბერი ხსოვნისა და იმედის დღედ არის მიჩნეული. ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით სახელმწიფო შენობებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშვებულია სახელმწიფო დროშები.
გმირთა მემორიალი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
სოხუმის დაცემის დღე – საქართველოში ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ
საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. მან მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.
დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

„ჩვენ ყველამ ერთად, სწორედ ჩვენი გმირების ქვეყნისთვის თავგანწირვის სულისკვეთებით, დაუღალავი შრომითა და გაძლიერებული ძალისხმევით უნდა გავაგრძელოთ სამშვიდობო პროცესი, რათა მივაღწიოთ ჩვენი ხალხის გაერთიანებას, აფხაზთა და ქართველთა კეთილდღეობას საერთო, ძლიერ და ევროპულ სახელმწიფოში“, – განაცხადა ახვლედიანმა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, დღევანდელი დღე საზოგადოებამ სიმბოლურად უნდა აქციოს ისეთ დღედ, როდესაც პირად ტრაგედიაზე მაღლა დააყენებს საქართველოს ტრაგედიას.
„ჩვენი თაობის ვალია, შემდეგმა და ყველა თაობამ საქართველოში იცოდეს, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. რა დროც არ უნდა გავიდეს, ყველა თაობამ უნდა იბრძოლოს და არ შეეგუოს ოკუპაციას“, – განაცხადა მინისტრმა.
ქვიშის საათი - Sputnik საქართველო, 1920, 02.01.2021
გმირობა ქართველთ ხვედრია: რამდენიმე ამბავი სიმამაცეზე
აფხაზეთის ომად წოდებული შეიარაღებული კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი თავდაცვის მინისტრის თენგიზ კიტოვანის ბრძანებით ეროვნული გვარდია აფხაზეთის ავტონომიის ტერიტორიაზე ფსოუ−ენგურის სარკინიგზო ხაზის დასაცავად შევიდა. ე.წ. აფხაზური გვარდიის მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართველ სამხედროებს, რასაც შეიარაღებული დაპირისპირება, მერე კი ომი მოჰყვა.
ომმა, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, შედეგად ასობით ათასი ლტოლვილი, ათობით ათასი დაღუპული და აფხაზეთზე ოფიციალური თბილისის კონტროლის დაკარგვა მოიტანა. აფხაზეთის ომში საქართველომ დაახლოებით 15 ათასი ადამიანი დაკარგა.
ყველა ახალი ამბავი
0