ზედიზედ მეშვიდედ: ქართველმა მებრძოლმა UFC-ს ტურნირებზე მოგება იზეიმა

© Will Paul / CES MMAმერაბ დვალიშვილი გამარჯვებას აღნიშნავს
მერაბ დვალიშვილი გამარჯვებას აღნიშნავს - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2021
გამოწერა
პირველ რაუნდში უპირატესობა ბრაზილიელს ეკუთვნოდა და ქართველმა მებრძოლმა დიდი გამძლეობა გამოავლინა, ხოლო მეორე რაუნდში მერაბმა მეტოქეს არც ერთი შანსი არ დაუტოვა და ბრაზილიელი სპორტსმენი ნოკაუტში გაგზავნა.
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. შერეული ორთაბრძოლების ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა, მეტსახელად „მანქანა“ (THE MACHINE) UFC 266-ის ტურნირის ფარგლებში ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა.
ლას-ვეგასში გამართული ბრძოლა ტექნიკური ნოკაუტით დასრულდა.

„ბედნიერი ვარ... ყველაფერი შესაძლებელია... საუკეთესოებთან ერთად ვვარჯიშობ, ამიტომაც აქ ვარ, ამიტომაც ზედიზედ მეშვიდე მოგება მაქვს. მსაჯს ვუთხარი, ბრძოლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეაჩერე, თუ დაინახავ რომ ვკვდები“, - განაცხადა დვალიშვილმა ბრძოლის შემდეგ ინტერვიუში.

პირველ რაუნდში უპირატესობა ბრაზილიელს ეკუთვნოდა და ქართველმა მებრძოლმა დიდი გამძლეობა გამოავლინა, ხოლო მეორე რაუნდში მერაბმა მეტოქეს არც ერთი შანსი არ დაუტოვა და რაუნდის დასრულებამდე 35 წამით ადრე ბრაზილიელი სპორტსმენი ნოკაუტში გაგზავნა.
დვალიშვილისთვის ეს ზედიზედ მეშვიდე მოგებაა. მან UFC-ს ეგიდით გამართულ ტურნირებზე სულ ცხრა ბრძოლა ჩაატარა. ახლა კი ქართველმა სპორტსმენმა UFC-ს ყველაზე მსუბუქ კატეგორიაში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ტოპ-ათეულში ადგილი დაიბევა.
ყველა ახალი ამბავი
0