მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიბუნდესტაგი
ბუნდესტაგი - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2021
გამოწერა
დასრულდა CDU/CSU ბლოკიდან ანგელა მერკელის 16-წლიანი მმართველობის ისტორია, რომელმაც ახალი ვადით კენჭისყრაზე უარი განაცხადა
თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. გერმანიაში კვირას საპარლამენტო არჩევნები იმართება.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 8:00 საათზე გაიხსნა. ეგზიტპოლების შედეგები უბნების დახურვისთანავე, 18:00 საათზე გამოქვეყნდება.
კორონავირუსის პანდემიის გამო არჩევნებზე პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარდა ამომრჩეველმა სამედიცინო პირბადე უნდა იქონიოს.
ბუნდესტაგის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2021
მსოფლიო დღეს
რუსეთი მზადაა გერმანიის ახალ მინისტრთა კაბინეტთან ითანამშრომლოს
ბუნდესტაგში არჩევნების შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება გერმანიის ახალი მთავრობა ახალი კანცლერის ხელმძღვანელობით - ანგელა მერკელი ახალი ვადით კენჭს აღარ იყრის. 2000-2018 წლებში მერკელი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარე იყო. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები უწინასწარმეტყველებენ გამარჯვებას სოციალ-დემოკრატებს, მაგრამ, სავარაუდოდ, არც ერთი პარტია 30%-საც ვერ დააგროვებს, რაც გერმანიის ისტორიაში არ მომხდარა. სავარაუდოდ, ბუნდესტაგში ექვსი პარტია იქნება წარმოდგენილი.

არჩევნები გერმანიაში - ცნობა

გერმანიის პარლამენტი - ბუნდესტაგი - ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა. კონსტიტუციის თანახმად, ბუნდესტაგის წევრები იღებენ კანონებს, ირჩევენ ფედერალურ კანცლერს, აკონტროლებენ მინისტრთა კაბინეტის საქმიანობას, ამტკიცებენ ფედერალურ ბიუჯეტს.
ბუნდესტაგი ოთხი წლის ვადით საყოველთაო, პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნებით ფარული კენჭისყრის შედეგად ირჩევა.
გერმანიის პრეზიდენტი ნიშნავს არჩევნების დღეს, რომელიც ემთხვევა კვირას ან სხვა ოფიციალურ უქმე დღეს.
ჩრდილოეთის ნაკადი2 - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
გარიგება შედგა: აშშ და გერმანია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე შეთანხმდნენ
გერმანულ ბუნდესტაგში სულ მცირე 598 დეპუტატია (საკომპენსაციო მანდატების ჩათვლის გარეშე). მე-19 მოწვევის ბუნდესტაგში იყო 709 დეპუტატი.
ბუნდესტაგის არჩევნები ტარდება შერეული საარჩევნო სისტემით: დეპუტატების ნახევარს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ, მეორე ნახევარს - პარტიული სიებით მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში პროპორციული სისტემით.
გერმანიის ტერიტორია დაყოფილია 299 ერთმანდატიან ოლქად, საიდანაც ბუნდესტაგში თითო დეპუტატი ირჩევა.
პარტიული სიებით კენჭისყრა 16 მრავალმანდატიან ოლქში მიმდინარეობს. თითოეული ფედერალური მიწა წარმოადგენს ცალკეულ მრავალმანდატიან ოლქს, საიდანაც ფედერალური მიწის მოსახლეობის მიხედვით დეპუტატთა გარკვეული რაოდენობა ირჩევა.
ყველა ახალი ამბავი
0