პანკისის ხეობის სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა

© Sputnik / Alexander Imedashviliელექტროგადამცემი ხაზი
ელექტროგადამცემი ხაზი - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2021
გამოწერა
ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენის სამუშაოები კომპანიამ მას შემდეგ განახორციელა, რაც მდინარე ალაზანში წყლის დონე შემცირდა.
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. პანკისის ხეობის სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა, ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს“ აცნობეს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.
პარასკევს საღამოს ადიდებულმა მდინარე ალაზანმა პანკისის ხეობაში მაღალი ძაბვის გადამცემის საყრდენი წააქცია. შედეგად სამი სოფელი - ზემო, ქვემო და შუა ხალაწანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

„ენერგო პრო ჯორჯიას“ სპეცტექნიკის ადგილამდე მისვლა და მდინარის მიერ წაღებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენა მდინარე ალაზანში წყლის დონის დაკლების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ამ დროისთვის პანკისის ხეობის ყველა სოფელს ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება“, - აღნიშნეს კომპანიაში.

მდინარე ალაზანი რამდენიმე დღის წინ ძლიერი წვიმების გამო ადიდდა.
ყველა ახალი ამბავი
0