ისანში 39 ოჯახს საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად გადასცეს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2021
გამოწერა
დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესი გრძელდება, მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, საკუთარი რაიონის გამგეობებს უნდა მიმართონ.
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და ისნის გამგეობის თანამშრომლებმა ისნის რაიონში მცხოვრებ 39 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცეს.
თბილისის მერიის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება გრძელდება.
იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, 2 ათასზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. თბილისის მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2021
ვაკე, საბურთალო, მთაწმინდა, კრწანისი – რამდენ ოჯახს დაუკანონდა საცხოვრებელი ფართები
საცხოვრებელ ფართში ხანგრძლივი დროით მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობას, სადაც მოხდება მოკვლევა. გამგეობაში წარსადგენად საჭიროა მოქალაქის განცხადება დაკავებული ფართის მისამართის და საკადასტრო კოდის მითითებით. ასევე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც დასტურდება პირის მისამართზე ცხოვრების ფაქტი და ხანგრძლივობა. ასევე საჭიროა ცნობა საჯარო რეესტრიდან პირის და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული პროგრამა არ შეეხება სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების მეპატრონეებს.
ყველა ახალი ამბავი
0