ხანძარი კახეთში – იწვის აგრომაღაზია და მარანი

© photo: Sputnikმეხანძრეები
მეხანძრეები - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2021
გამოწერა
ცეცხლი ისე სწრაფად გავრცელდა, რომ მაღაზიისა და მარნის მფლობელმა პრაქტიკულად ვერაფრის გადარჩენა ვერ მოახერხა.
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში ხანძარი გაჩნდა – იწვის აგრომაღაზია და მარანი. იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2
აგრომაღაზიაც და ღვინის მარანიც ადგილობრივ ბიზნესმენს თემურ თელაურიძეს ეკუთვნის.
ხანძრის შესახებ ოჯახმა დილით მეზობლებისგან შეიტყო. ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და დიდი ფართობი მოიცვა. საქონლის ან სხვა ნივთების გამოტანა უკვე შეუძლებელი იყო.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. წინასწარი ინფორმაციით ზარალი 200 ათას ლარს აჭარბებს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ყველა ახალი ამბავი
0