„საოცარი შეგრძნებებით სავსე იყო ეს დღე“ – ლელა მებურიშვილმა იუბილე ხორვატიაში აღნიშნა

© Facebook / Lela Meburishviliლელა მებურიშვილი
ლელა მებურიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2021
გამოწერა
მსახიობი ლელა მებურიშვილი ხორვატიაში, ცნობილ ადგილზე იმყოფება – დუბროვნიკი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კურორტად მიიჩნევა. ლელა იქ მეუღლესთან, ბაჩო საგანელიძესთან, ორ შვილთან და მეგობრებთან ერთად ისვენებს.
მომხიბვლელმა მსახიობმა ახლახან დაბადების დღე აღნიშნა და მოლოცვებისა და თბილი სიტყვებისთვის ყველას მადლობა გადაუხადა. „უღრმესი მადლობა ყველას მოლოცვისთვის. ფანტასტიკური, საოცარი შეგრძნებებით სავსე იყო ეს დღე. დიდი მადლობა ამდენი კეთილი სურვილებისთვის. ვცდილობ ყველას სათითაოდ გიპასუხოთ. მადლობა! მადლობა! მადლობა! ეს განწყობა კიდევ დიდხანს გამყვება!“ – დაწერა ლელამ.
ლელას რჩეული ბიზნესმენი ბაჩო საგანელიძეა, „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ დირექტორი. ლელას სიყვარულს განათლება საზღვარგარეთ აქვს მიღებული და საქართველოში კარიერას დიდი წარმატებით განაგრძობს. მიუხედავად იმისა, რომ ლელა მებურიშვილს სამსახიობო კარიერაში პაუზა აქვს, არაორდინარულ და მის შესაფერის ფოტოსესიებში მონაწილეობას ხშირად იღებს.
სერიალში „შუა ქალაქში“ მიღწეული პოპულარობის პიკი დღემდე არ ნელდება. ლელას სილამაზით აღტაცებული თაყვანისმცემლები მას სურათების გაზიარებას უფრო ინტენსიურად სთხოვენ.
ყველა ახალი ამბავი
0