Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© Sputnik / STRINGERადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.698-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 603.763-ს მიაღწია.
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.698 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 518 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 325, კახეთი – 250, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 190, აჭარა – 120, ქვემო ქართლი – 92, შიდა ქართლი – 72, გურია – 52, სამცხე-ჯავახეთი – 45, მცხეთა-მთიანეთი – 21, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 13.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.910 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 572.353-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 38 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 8.749-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 22.635 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.810 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.820, იმერეთში – 945, აჭარაში – 478.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები – 24 სექტემბერი
1.087 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 306 პირი, მათგან თბილისში – 179, იმერეთში – 33, აჭარაში – 32. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 964 ადამიანი, მათ შორის 514 – თბილისში, 287 – აჭარაში. 16.861 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 38, აჭარაში – 10.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19.039 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.698-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 603.763-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0