მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ალიევმა გაეროში განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტი დასრულდა

ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2021
გამოწერა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანა მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად სომხეთთან.
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტი წარსულს ჩაბარდა, იუწყება РИА Новости.
აზერბაიჯანის ლიდერმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე არ არის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სახელწოდებით „მთიანი ყარაბაღი“.

„აზერბაიჯანმა სამხედრო–პოლიტიკური გზით მოაგვარა 30-წლიანი კონფლიქტი, აღადგინა თავისი ტერიტორიული მთლიანობა და ისტორიული სამართლიანობა. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი წარსულს ჩაბარდა. აზერბაიჯანში აღარ არის ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეული სახელწოდებით „მთიანი ყარაბაღი“. პრეზიდენტის 2021 წლის 7 ივლისის ბრძანებით შევქმენით ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგეზურის ეკონომიკური ზონები“, – განაცხადა ალიევმა.

მან გაეროს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საუბრისას „არ დაუშვან სამართლებრივი თვალსაზრისით არარსებული, მანიპულაციური ხასიათის მქონე, პოლიტიკური კუთხით მიკერძოებული დასახელებების გამოყენება“.
საქართველო მზად არის დაეხმაროს თურქეთსა და სომხეთს ურთიერთობების მოგვარებაში>>
ამასთან, ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მზადაა სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად „საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის პრინციპის, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საფუძველზე“.
„ასეთ შეთანხმებას ჩვენი რეგიონის მშვიდობისა და თანამშრომლობის რეგიონად გადაქცევა შეუძლია. თუმცა ჩვენს წინადადებაზე სომხეთის მხრიდან პოზიტიურ რეაქციას ჯერ ვერ ვხედავთ“, – განაცხადა ალიევმა.
ნიკოლ  ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
ყარაბაღის ომი და ახალი შესაძლებლობები: რაზე ისაუბრეს თბილისში ფაშინიანმა და ღარიბაშვილმა
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი გასული წლის 27 სექტემბერს განახლდა. ერევანმა და ბაქომ ესკალაციაში ერთმანეთი დაადანაშაულეს. რუსეთის შუამავლობით ქვეყნები 2020 წლის 10 ნოემბრიდან სამხედრო მოქმედებების სრულ შეწყვეტაზე და ტყვეთა გაცვლის პროცესზე შეთანხმდნენ.
ხელშეკრულების პირობების მიხედვით, სომხეთი და აზერბაიჯანი დაკავებულ პოზიციებზე დარჩნენ, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე კი რუსი სამშვიდობოები შევიდნენ, რომლებიც მხარეთა გამყოფი ხაზისა და ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ განლაგდნენ. გარდა ამისა, სომხეთი ქელბაჯარის, ლაჩინის და აღდამის რაიონების დათმობაზე დათანხმდა.
ყველა ახალი ამბავი
0