„ოღონდ შვილიშვილი არა, გთხოვ, ევა“ – შორენა ბეგაშვილი ფოტოს აქვეყნებს

© coutesy of Shorena Begashviliშორენა ბეგაშვილი და ევა ბარბაქაძე
შორენა ბეგაშვილი და ევა ბარბაქაძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2021
გამოწერა
შორენა ბეგაშვილი და ევა ბარბაქაძე პოპულარული დედა-შვილია. ნახეთ რა ფოტოს აქეყნებს სოციალურ ქსელში შორენა.
პოპულარული მოდელი, ტელეწამყვანი და მსახიობი შორენა ბეგაშვილი „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ფოტოს აქვეყნებს და ევა ბარბაქაძეს მიმართავს – ჯერჯერობით შვილზე არ იფიქროს. როგორც ჩანს, შორენა ამაზე მისმა ყოველდღიურმა ასტროლოგიურმა პროგნოზმა დააფიქრა, სადაც ასტროლოგები კირჩხიბს ამ დღეს ქორწინებას ან შვილიშვილს უწინასწარმეტყველებენ.
პოპულარული დედის პოპულარული შვილი ევა ბარბაქაძე სტუდენტია. გოგონა რამდენიმე თვის წინ 20 წლის გახდა. როგორც ჩანს, შორენა მისთვის ოჯახის შექმნას და, მით უმეტეს, შვილს ნაადრევად მიიჩნევს, ალბათ საკუთარი გამოცდილების ფონზე, როდესაც პირველი ოჯახი ადრეულ ასაკში შექმნა და ოჯახის დანგრევის შემდეგ ბევრი რთული წელი გაიარა იქამდე, სანამ ფეხზე დადგებოდა და იმად იქცეოდა, ვინც დღესაა.
ევა საზოგადოების ყურადღების ქვეშ 2016 წლის 26 მარტს მოექცა, როდესაც საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულიდან გადმოვარდა. მაგრამ მას გაუმართლა, ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც უბედურებას ბედნიერი დასასრული ჰქონდა.
თუმცა ბედნიერ დასასრულს წინ შორენას თავდაუზოგავი ზრუნვა, ევას წარმოუდგენელი სიმამაცე და მეგობრებისა და მთელი ქვეყნის გვერდით დგომა უძღოდა. ევამ ათობით უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა და დღემდე გადის რეაბილიტაციას, მაგრამ, რაც მთავარია, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0