Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება ბათუმში
სასწრაფო დახმარება ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.653-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 602.065-ს მიაღწია.
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.653 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 559 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე კახეთი, შემდეგ კი იმერეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: კახეთი – 241, იმერეთი – 227, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 180, შიდა ქართლი – 117, ქვემო ქართლი – 116, აჭარა – 100, მცხეთა-მთიანეთი – 43, გურია – 35, სამცხე-ჯავახეთი – 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2.646 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 570.443-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 47 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 8.711-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 22.885 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.915 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.842, აჭარაში – 503, იმერეთში – 962.
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები – 23 სექტემბერი
1.138 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 305 პირი, მათგან თბილისში – 182, აჭარაში – 27, იმერეთში – 28. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 930 ადამიანი, მათ შორის 474 – თბილისში, 293 – აჭარაში. 17.040 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 39 ადამიანი, ყველა თბილისში.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19.056 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.653-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 602.065-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0