Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები – 23 სექტემბერი

© AFP 2024 / PHILIP FONGტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2021
გამოწერა
ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 570.443 ადამიანი. სულ ჩატარებულია 1.700.895 აცრა, ერთ დღეში აცრილია 12.948 ადამიანი.
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1.653-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 602.065-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 570.443 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.464), გარდაიცვალა – 8.711 (ბოლო 24 საათში – 47). კარანტინის რეჟიმშია 39, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.915 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 930 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 28.553 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15.965, PCR–ტესტით – 12.588.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 5,79%, ბოლო 14 დღის – 6,85%, ბოლო 7 დღის – 6,44%.
სულ ჩატარებულია 1.700.895 აცრა, ერთ დღეში აცრილია 12.948 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0