ტომ ფორდი 60 წლის ასაკში დაქვრივდა – მისი საყვარელი ქმარი სიმსივნემ იმსხვერპლა

© Facebook / Tom Fordტომ ფორდი და რიჩარდ ბარკლი
ტომ ფორდი და რიჩარდ ბარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2021
გამოწერა
ცნობილი დიზაინერი 60 წლის ასაკში დაქვრივდა. მისი მეუღლე წლების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა.
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. 72 წლის ასაკში მოდის ჟურნალისტი, დიზაინერ ტომ ფორდის ქმარი რიჩარდ ბაკლი გარდაიცვალა. კრიტიკოსი წლების განმავლობაში ყელის სიმსივნეს ებრძოდა.

„მწუხარებით გამცნობთ, რომ გარდაიცვალა ტომ ფორდის საყვარელი ქმარი რიჩარდ ბაკლი, რომელთანაც 35-წლიანი ურთიერთობა აკავშირებდა. რიჩარდი გუშინ, ღამით ლოს-ანჯელესის სახლში, ტომისა და მათი შვილის ჯეკის გარემოცვაში, ხანგრძლივ დაავადებასთან ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა“, – ამბობს დიზაინერის წარმომადგენელი.

ბაკლი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჟურნალისტი და კრიტიკოსი იყო მოდის ინდუსტრიაში. მუშაობდა Vogue Hommes International-ის მთავარ რედაქტორად.
ფორდმა მომავალი ცხოვრების თანამგზავრი 1986 წელს გაიცნო. წყვილმა 2014 წელს, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებისთანავე ნიუ-იორკში იქორწინა. ბაკლის და დიზაინერს საერთო შვილი, 9 წლის ალექსანდერ ჯონ ბაკლი ფორდი ჰყავთ.
ტომ ფორდი ამერიკელი დიზაინერია. მუშაობდა მოდის სახლების Gucci-ს და Yves Saint Laurent-ის კრეატიულ დირექტორად. 2005 წელს დააარსა საკუთარი ბრენდი Tom Ford. გადაღებული აქვს ოსკარის ნომინანტი ორი ფილმი Single Man და Nocturnal Animals.
ყველა ახალი ამბავი
0