რუსეთი ხუთ ქვეყანასთან ავიამიმოსვლას ხსნის

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიავიაკომპანია „აეროფლოტის“ თვითმფრინავი
ავიაკომპანია „აეროფლოტის“ თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2021
გამოწერა
რუსეთის ხელისუფლებამ პერუსთან, ჯიბუტის რესპუბლიკასთან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან, ახალ ზელანდიასა და დანიასთან საავიაციო კავშირის განახლება გადაწყვიტა
თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. რუსეთის ფედერაცია 5 ოქტომბრიდან საავიაციო კავშირს განაახლებს ჯიბუტის რესპუბლიკასთან, პერუსთან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან, დანიასთან და ახალ ზელანდიასთან, განუცხადეს ჟურნალისტებს კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში.
რუსეთის ვიცეპრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ რუსეთის ტერიტორიაზე კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების ოპერატიული შტაბის სხდომა ჩაატარა.
„განხილვის შედეგად და ცალკეულ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიღებულია 2021 წლის 5 ოქტომბრიდან საავიაციო მიმოსვლის განახლების გადაწყვეტილება შემდეგ ქვეყნებთან“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ შესრულდება კვირაში ორი რეისი მოსკოვი-ჯიბუტის მარშრუტზე; ახალ ზელანდიასთან კვირაში ორი რეისი მოსკოვი-ველინგტონის მარშრუტზე; პერუსთან კვირაში ორი რეისი მოსკოვი-ლიმას მარშრუტზე; სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან კვირაში ორი რეისი მოსკოვი-იოჰანესბურგის მარშრუტზე; დანიასთან კვირაში ორი რეისი სანქტ-პეტერბურგი-კოპენჰაგენის მარშრუტზე.
ყველა ახალი ამბავი
0