მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჯო ბაიდენს აშშ და გაერო ერთმანეთში აერია

© AP Photo / Susan Walshჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2021
გამოწერა
აშშ-ის პრეზიდენტმა გაეროს გენასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას United Nations-ის (გაერო) ნაცვლად United States of America (აშშ) წარმოთქვა.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს აშშ და გაერო ერთმანეთში აერია, იუწყება РИА Новости.
სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს „დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფლებისა და თანასწორობის დაცვას“.

„მე ყველა ადამიანის უნივერსალური უფლებების მჯერა, ეს დევს ჩვენი ერის დნმ-ში და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს დამახასიათებელია ამ ორგანიზაციისთვის – შეერთებული შტატებისთვის“, – განაცხადა ბაიდენმა.

ანუ, აშშ-ის პრეზიდენტმა United Nations-ის (გაერო) ნაცვლად წარმოთქვა United States of America (აშშ).
ყველა ახალი ამბავი
0