ალა პუგაჩოვას ტყუპები 8 წლის გახდნენ – ნახეთ რა საოცარი წვეულება მოუწყვეს მშობლებმა

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი
ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
გამოწერა
მაქსიმ გალკინმა და ალა პუგაჩოვამ შვილების 8 წლის იუბილეს აღსანიშნავად 18 სექტმბერს ნამდვილი დღესასწაული მოაწყვეს. წვეულება მოსკოვის მახლობლად მდებარე სახლში გაიმართა, რომელიც „ვარსკვლავური ომების“ თემატიკაზე შექმნილი დეკორაციებითა და აქსესუარებით გააფორმეს.
ლიზამ და გარიმ თქვეს, რომ ეს დღე არა მხოლოდ მათი, არამედ მშობლების ზეიმიცაა. პატარებმა მოულოდნელი სიურპრიზიც მოამზადეს, წაიკითხეს ლექსები და ნათესავებს მადლობა გადაუხადეს მუდმივი ზრუნვისთვის, ყურადღებისა და სიყვარულისთვის.
ეს არ იყო ტრადიციული საბავშვო წვეულება, ტყუპებმა დამსწრეებს „ვარსკვლავური ომებით“ შთაგონებული შოუ შესთავაზეს. სტუმრებისთვის გასაკვირი აღმოჩნდა ისიც, რომ ლიზა და გარი 8 წლის ასაკში ასე კარგად იცნობენ „ვარსკვვლავურ ომებს“. მედიაში წერენ, რომ მშობლები შვილების გემოვნებასა და ერუდიციაზე ზრუნავენ.
წვეულების ყველა დეტალი წინასწარ გათვლილი და მომზადებული იყო, გარემო სტუმრებს ფანტასტიკის ჟანრის ფილმში აგრძნობინებდა თავს. სამახსოვრო კადრები გულშემატკივრებისა და ხელმომწერებისთვის მაქსიმ გალკინმა გადაიღო.
ყველა ახალი ამბავი
0