Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© photo: Sputnikსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.470-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 598.396-ს მიაღწია.
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.470 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 705 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 492, კახეთი – 319, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 270, ქვემო ქართლი – 181, შიდა ქართლი – 161, აჭარა – 149, მცხეთა-მთიანეთი – 63, სამცხე-ჯავახეთი – 60, გურია – 48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 22.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2.243 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 565.773-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 46 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 8.621-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 23.976 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.231 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.007, აჭარაში – 568, იმერეთში – 1.028.
სამედიცინო კვლევა - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები – 21 სექტემბერი
1.199 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 310 პირი, მათგან თბილისში – 195, აჭარაში –15, იმერეთში – 29. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 996 ადამიანი, მათ შორის 529 – თბილისში, 281 – აჭარაში. 17.749 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 38 ადამიანი, ყველა მათგანი – თბილისში.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19.777 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.470-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 598.396-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0