კანადურმა BadBadNotGood-მა კლიპი ყაზბეგში გადაიღო

© photo: Sputnikყაზბეგი
ყაზბეგი - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
გამოწერა
კლიპის გადაღებაზე მუშაობდა ქართული სარეკლამო კომპანია Metro Production.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. კანადურმა ჯგუფმა BadBadNotGood-მა ახალი სიმღერის კლიპი გამოაქვეყნა, რომელიც ყაზბეგშია გადაღებული.
Beside April-ის კლიპზე მუშაობდა რეჟისორი კამილ სამერს–ვალი (Camille Summers-Valli). ტრეკი ჯგუფის მომავალ ალბომში Talk Memory შევა, რომლის გაყიდვა 8 ოქტომბერს დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ კლიპზე მუშაობდა ქართული სარეკლამო კომპანია Metro Production, ამიტომაც მასში ქართველი მსახიობები მონაწილეობენ.
BadBadNotGood კანადის ქალაქ ტორონტოში 2010 წელს შეიქმნა. ერთ წელიწადში ნეო-ჯაზ ჯგუფმა სადებიუტო ალბომი BBNG გამოუშვა. მუსიკოსებს ამ დრომდე 4 სტუდიური ჩანაწერი აქვთ გამოცემული. ჯგუფს სხვადასხვა დროს ისეთ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: კენდრიკ ლამარი, დენი ბრაუნი, Tyler, The Creator, Earl Sweatshirt და სხვები.
ყველა ახალი ამბავი
0