სომხეთში „სპუტნიკ ლაიტს" გამოუშვებენ

© photo: Sputnik / Russian Direct Investment Fund (RDIF)  / გადასვლა მედიაბანკშივაქცინა "სპუტნიკ ლაიტი"
ვაქცინა სპუტნიკ ლაიტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
გამოწერა
სომხეთში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის მგერ გრიგორიანმა რუსეთისადმი მადლიერება გამოხატა.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. სომხეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ ლაიტის“ გამოშვებას დაიწყებს, იუწყება „Sputnik–სომხეთი“ ქვეყნის ვიცე-პრემიერ მგერ გრიგორიანის განცხადებაზე დაყრდნობით.
ჯანდაცვის დარგში თანამშრომლობის კონტექსტში გრიგორიანმა რუსეთისადმი მადლიერება გამოხატა სომხეთში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული დახმარებისათვის.

„რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის შუამავლობით შესყიდულ იქნა ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს რამდენიმე პარტია, ამასთან სომხეთში „სპუტნიკ ლაიტის“ ვაქცინის გამოშვების მიზნით ტექნოლოგიური ტრანსფერის პროცესის ორგანიზება მოხდა“, – განაცხადა გრიგორიანმა ერევანში ორშაბათს გამართულ რუსეთ–სომხეთის ბიზნეს-ფორუმზე.

სომხურ–რუსული ბიზნეს-ფორუმი ერევანში 20 სექტემბერს გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობენ ორივე ქვეყნის ვიცე-პრემიერები, მინისტრები და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები. ღონისძიება რუსეთის მთავრობის მხარდაჭერით ტარდება.
ყველა ახალი ამბავი
0