„ხალისი დაკარგა“ – როგორ შეცვალა მეგან მარკლმა პრინცი ჰარი ქორწინებიდან სამ წელიწადში

© AFP 2024 / JUSTIN TALLISპრინცი ჰარი და მეგან მარკლი
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
გამოწერა
ექსპერტები მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ქორწინებაზე მსჯელობენ
2016 წელს მეგან მარკლმა ვერ მოახერხა საიდუმლოდ დაეტოვებინა ფაქტი, რომ ის პრინცს ხვდებოდა. მან საკუთარ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც წყვილის ერთმანეთისთვის ჩაკიდებული ხელები ჩანდა. მოგვიანებით მეგანმა ფოტო წაშალა, თუმცა საზოგადოებაში უამრავი ჭორი გავრცელდა, სიმართლე კი უკვე თითქმის ყველამ გაიგო.
პრინცი უილიამი და პრინცი ჰარი - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2021
ცნობილი ხდება, რა თქვა პრინცმა უილიამმა მეგან მარკლზე, რამაც პრინცი ჰარი გააღიზიანა
სანამ პრინცი ჰარი საყვარელ ქალს ოჯახს გააცნობდა, უკვე ცნობილი იყო, რომ ის მეგან მარკლს ხვდებოდა. ამბობდნენ იმასაც, რომ მეგანმა ჰარი საიდუმლოდ გააცნო მამას. წყვილი პირველად ერთად 2016 წლის შემოდგომაზე შენიშნეს, მათზე პაპარაცებმა ნადირობა ოფიციალურად სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყეს. თუ დააკვირდებით და შეადარებთ მაშინდელ და ახლანდელ ფოტოებს, ნახავთ, როგორ გარდაიქმნა მხიარული და მუდამ მომღიმარი ჰარი მეოჯახე კაცად.
იყო დრო, როცა ჰარის ანცობისა და მხიარულებისთვის საყვედურობდნენ, თუმცა ეს წითური ბიჭი ახერხებდა მალევე მოეგო ყველას გული და უცხოებისგანაც კი დაემსახურებინა სიყვარული და პატივისცემა. სამეფო ოჯახში პატივს სცემდნენ მას და მის იუმორს. ჯერ კიდევ 2017 წელს ბრიტანულმა მედიამ დაწერა, რომ კეიტ მიდლტონს სურს მისი პირქუში ქმარი მხიარულ პრინც ჰარის დაემსგავსოს. მეგანი კი ამ დროს დაკავებული იყო საკუთარი კარიერით და მონაწილეობას იღებდა გადაღებებში.
ელისაბედ მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
სახეში გალაწუნება მეამბოხეებისთვის: ელისაბედ მეორემ მეგან მარკლი და პრინცი ჰარი დაამცირა
როგორც თავად ამბობდა, პრინცთან ურთიერთობამ ის ოდნავადაც არ შეცვალა. „ჩემში არაფერი შეცვლილა, მე ისევ ის ვარ. მე არასოდეს მიცდია ურთიერთობა რაიმე სარგებლის მიზნით“, – განმარტავდა მეგანი. იმავეს ვერ ვიტყვით ჰარიზე, რადგან მის გარეგნობასა და ხასიათს ნამდვილად დაეტყო ცვლილებები. ის უფრო სერიოზული ხდებოდა, ნაკლებად იღიმოდა.
2018 წლის 19 მაისი, ქორწილის დღე. ეს შეიძლება ჩავთვალოთ გარდამტეხ მომენტად არა მხოლოდ ჰარისა და მეგანის ურთიერთობაში, არამედ, ზოგადად, სამეფო ცხოვრებაში. მეგანმა მამამისი ქორწილში არ დაპატიჟა, საკურთხევლამდე პატარძალი პრინცმა ჩარლზმა მიიყვანა. ეს, თითქოს, კარგი ჟესტი იყო მეგანისგან და ახალი ოჯახის მიმართ დადებით დამოკიდებულებას ამყარებდა, მაგრამ ეს არღვევდა სამეფო ტრადიციას.
2019 წლის ოქტომბერი. გამოდის დოკუმენტური ფილმი, სადაც მეგანი საუბრობს, რამდენად რთულია მისთვის შვილის გაჩენის შემდეგ სასახლეში ცხოვრება. ჰარიმ აღიარა, რომ ძმასთან ურთიერთობა დაეძაბა და მასთან კამათიც კი მოუვიდა. ამის შემდეგ წყვილმა შობა კანადაში გაატარა და საბოლოოდ გადაწყვიტა ამერიკაში გადაბარგება. საინტერესოა, რომ საჯაროდ გამოჩენის დროს ჰარი მშვიდი და მხიარული ჩანდა, თუმცა ქუჩაში ის სულ სხვაგავარად გამოიყურებოდა.

„ჩემმა მეუღლემ ცხოვრებისადმი დამოკიდებულება შემიცვალა“, – ამბობდა ჰარი. ხოლო სამეფო ბიოგრაფმა ანგელა ლევინმა თქვა, რომ მეგანთან ურთიერთობამ მას კარგი არაფერი მოუტანა. „ამერიკაში გადასვლის შემდეგ ჰარიმ ის სიხალისე და ქარიზმა დაკარგა, რაც მას ჰარიდ აქცევდა“, – აღნიშნა ლევინმა.

ყველა ახალი ამბავი
0