მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში დაიბარეს

© Sputnik / Vladimir Umikashviliმამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
გამოწერა
გასულ კვირაში პოლიტიკოსმა ე.წ. ფარულ ჩანაწერებში მას და მეუფე თეოდორეს შორის გამართული საუბრის ავთენტიკურობა დაადასტურა.
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ხაზარაძის თქმით, იგი გამომძიებლის შეკითხვებს მასმედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით უპასუხებს.
გასულ კვირაში პოლიტიკოსმა ე.წ. ფარულ ჩანაწერებში მას და მეუფე თეოდორეს შორის გამართული საუბრის ავთენტიკურობა დაადასტურა.
პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2021
ფარული თვალთვალის საქმე: საქართველოს პროკურატურამ დახმარებისთვის უცხოეთს მიმართა
აღნიშნულ საკითხზე, ხაზარაძის გარდა, დღეს პროკურატურაში ასევე დაბარებულია ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ელენე ხოშტარია.
ქართველი სასულიერო პირების, ასევე პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, დიპლომატების საუბრების ფარული ჩანაწერების შესახებ ინფორმაცია ოპოზიციურმა ტელეარხებმა „TV პირველმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა“ 13 სექტემბერს გაავრცელეს.
ფარულმა ჩანაწერებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რელიგიის განყოფილებიდან გამოჟონა. საუბარია რამდენიმე ასეულ მაღალი და დაბალი იერარქიის სასულიერო პირზე, რომელთა ფარული თვალთვალი და მიყურადება მიმდინარეობდა. ჟურნალისტების ხელში უკანონო ფარული ჩანაწერების შემცველი 50 ათასზე მეტი ფაილი მოხვდა.
მასმედიის მონაცემებით, ოპოზიციურ ტელეარხებს ფარული ჩანაწერები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0