ყვავილები ნაძვის გირჩებისგან და „ბედნიერება, რომელიც გულშია“

© courtesy of Lela Bakhtadzeლელა ბახტაძე
ლელა ბახტაძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
გამოწერა
ჩვენი შემოქმედებითი ადამიანების გალერეას დღეს ლელა ბახტაძე მიემატება. სამხატვრო და ტექნიკური განათლების მიღების შემდეგ მან სკოლამდელი აღზრდის ფაკულტეტი დაამთავრა. 14 წელი საპატრიარქოს საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგი იყო, დღეს იმავე ბაღის მხატვარ–დიზაინერია.
პარალელურად ბათუმში აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის სამუზეუმო სივრცის ზედამხედველია. სამი წელია, რაც გატაცებულია ბუნებრივი მასალებისგან კომპოზიციების დამზადებით და ეს საქმე ძალიან კარგად გამოსდის.
© courtesy of Lela Bakhtadzeლელა ბახტაძე
ლელა ბახტაძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
ლელა ბახტაძე
- ქალბატონო ლელა, ხელოვნებასთან შეხება როდიდან გაქვთ?
- ჩემი ოჯახი თბილისიდანაა. მე დავიბადე და გავიზარდე რუსთავში, სადაც ბავშვობაც გავატარე ბებიასთან, დედის მხრიდან. პატარა ვიყავი, როცა ხატვა დავიწყე. მამა პროფესიით ინჟინერი იყო და კარგად ხატავდა. დაახლოებით 12 წლის ვიყავი, ხელსაქმით რომ დავინტერესდი და ქსოვა დედამ მასწავლა. ალბათ გენებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩემი ბებიებიც კარგად ქსოვდნენ და ქარგავდნენ. ჩემი დაც ხატავს და ქარგავს და ბევრი სურათი და ხატი აქვს მოქარგული. მე კარგად ვიცი გობელინი და ქსოვა, ასევე კედელზე ხატვა.
© courtesy of Lela Bakhtadzeლელა ბახტაძის ნამუშევარი
ლელა ბახტაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
ლელა ბახტაძის ნამუშევარი
- კომპოზიციებზე მუშაობა როდის დაიწყეთ?
- კომპოზიციებზე მუშაობა მესამე წელია დავიწყე. ინტერნეტში ნაძვის გირჩისგან დამზადებული ყვავილები ვნახე და ძალიან მომეწონა. მერე კომპოზიცია საკუთარი ფანტაზიით შევქმენი. საბავშვო ბაღში, სადაც ვმუშაობ, სადღესასწაულო ღონისძიებებს ვაფორმებ. ადრე ხელსაქმეს ვასწავლიდი ხელოვნების სტუდიაში, რომელიც, სამწუხაროდ, პანდემიის დროს დაიხურა.
© courtesy of Lela Bakhtadzeლელა ბახტაძის ნამუშევარი
ლელა ბახტაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
ლელა ბახტაძის ნამუშევარი
- თქვენი კომპოზიციებისთვის მარტო ნაძვის გირჩებით არ შემოიფარგლებით...
- დიახ, მოგვიანებით ჩემი ნამუშევრები უფრო მრავალფეროვანი გავხადე, რისთვისაც გამოვიყენე სხვადასხვა ბუნებრივი მასალა – ნაძვის, კვიპაროსისა და კედრის გირჩები, ასევე ბამბუკის ქერქი და ფოთოლი, ევკალიპტის ქერქი, სიმინდის ფუჩეჩი, ქვა და სხვა ბუნებრივი მასალა. მასალებს კომპოზიციისთვის ხშირად ბათუმის ბულვარში ვაგროვებ. აქ ულამაზესი ნაძვების მრავალსახეობაა. ბამბუკის ქერქებისგან კალათებს ვაკეთებ.
© courtesy of Lela Bakhtadzeლელა ბახტაძის ნამუშევარი
ლელა ბახტაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
ლელა ბახტაძის ნამუშევარი
- რამდენად რთული პროცესია?
- გირჩების შესაღებად გუაშის საღებავებს ვიყენებ. გაშრობის შემდეგ ლაქს ვუსვამ, რათა სილამაზე და ხარისხი დიდხანს შეინარჩუნოს. გირჩებს დასაწყისში კარგად ვაშრობ მზეზე, შემდეგ თითოეულს ხელსაწყოების საშუალებით ვამუშავებ, რათა ყვავილების ფორმას მივამსგავსო.
© courtesy of Lela Bakhtadzeლელა ბახტაძის ნამუშევარი
ლელა ბახტაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
ლელა ბახტაძის ნამუშევარი
- სად იყო გამოფენილი თქვენი ნამუშევრები?
- მონაწილეობა მივიღე გამოფენა-გაყიდვაში, რომელიც ბათუმობასთან დაკავშირებით ჩატარდა, ასევე 26 მაისს ბათუმის ბულვარში გამართულ გამოფენაზე. პერსონალური გამოფენა მუზეუმში უნდა მქონოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, პანდემიის გამო ესეც ჩაიშალა.
- მუზეუმის ზედამხედველი ფაქტობრივად ისტორიას ეხება და თქვენ თუ გაქვთ ამგვარი დამოკიდებულება?
- ბათუმი ჩემთვის ყველაფერია და ძალიან მიყვარს. აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს კი ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. აქ დედა თითქმის 40 წელი მუშაობდა და ფაქტობრივად აქ გავიზარდე. ეს ჩემი მეორე ოჯახია, რომელთანაც ლამაზი და თბილი მოგონებები მაკავშირებს. მუზეუმში უნიკალური და იშვიათი ექსპონატების მდიდარი კოლექციაა. მათი ცქერის დროს, შეიძლება ითქვას, ისტორიას ყოველდღიურად, გარკვეულად ეხები. ეს მართლაც საოცარი შეგრძნებაა...
© courtesy of Lela Bakhtadzeლელა ბახტაძის ნამუშევარი
ლელა ბახტაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
ლელა ბახტაძის ნამუშევარი
- აჭარის მუზეუმზე ორი სიტყვით რას გვეტყვით?
- აჭარის მუზეუმი აერთიანებს ოთხ მუზეუმს: ახვლედიანის სახელობის მუზეუმს, ხელოვნების მუზეუმს, ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს და ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმს. ამ გაერთიანების მიზანი კულტურული მემკვიდრეობის მოვლა, შესწავლა და მათი პოპულარიზაციაა. სხვათა შორის, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი გამორჩეული ბათუმელების თაოსნობით და მასწავლებელთა ინიციატივით დაარსდა.
© courtesy of Lela Bakhtadzeლელა ბახტაძის ნამუშევარი
ლელა ბახტაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
ლელა ბახტაძის ნამუშევარი
- წლებია აღმზრდელად მუშაობდით საბავშვო ბაღში...
- დიახ, წმინდა ილია მართლის სახელობის საბავშვო ბაღში ვმუშაობ 21 წელია. აქედან აღმზრდელ-პედაგოგად 14 წელი ვიმუშავე. დღეს ამავე ბაღში მხატვარ-დიზაინერი ვარ. ბავშვებს ხატვას და ძერწვას ვასწავლი, ამით ვცდილობ მათში ესთეტიკა, სილამაზისა და ყველაფერი მშობლიურის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება და გრძნობა განვავითარო.
© courtesy of Lela Bakhtadzeლელა ბახტაძის ნამუშევარი
ლელა ბახტაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
ლელა ბახტაძის ნამუშევარი
- ბედნიერებას რაში ხედავთ?
- მიყვარს ხელოვანი ხალხი და შრომისმოყვარე ადამიანები, საინტერესო ხალხთან ურთიერთობა. ნათქვამია, „სწავლა სიბერემდეო“ და სურვილი მაქვს, რომ ბევრი რამ შევისწავლო და უფრო საინტერესო ნამუშევრები შევქმნა. ერთ ადგილზე არ ვჩერდები, სულ ვეძებ და ვსწავლობ ახალ-ახალ მიმართულებებს. ბედნიერების საიდუმლოც ხომ სილამაზის ძიებასა და მის შექმნაშია... და კიდევ ძალიან მიყვარს გამონათქვამი: „თუ გინდა ბედნიერება იპოვო, შენს გულში ეძებე. თუ იქ არ არის, მაშინ ვერსად იპოვი“...
ყველა ახალი ამბავი
0