მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კანარის კუნძულებზე ვულკანმა გაიღვიძა

© photo: Sputnik / Aditya Sutanta / გადასვლა მედიაბანკშივულკანის ამოფრქვევა
ვულკანის ამოფრქვევა - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
გამოწერა
ესპანეთის ხელისუფლება ავიაკომპანიებს ურჩევს, დროებით თავი შეიკავონ კანარის სამი კუნძულისკენ ფრენებისგან.
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. კუნძულ პალმაზე, რომელიც კანარის არქიპელაგის შემადგენლობაში შედის, ვულკანი კუმბრე–ვიეხა ამოიფრქვა, იუწყება ესპანური სააგენტო EFE.
კუნძულზე სეისმური აქტიურობა ერთი კვირის წინ დაიწყო. გასულ შვიდ დღეში სპეციალისტებმა 20 ათასზე მეტი მიწისძვრა დააფიქსირეს ვულკანის ტერიტორიაზე და ქალაქ ელ–პასოს რაიონში მცხოვრები ადამიანების ევაკუაცია დაიწყეს.
ამჟამად ვულკანის კრატერიდან ვულკანური მასალის – კვამლისა და ფერფლის აქტიური ამოსროლა ხდება. ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.
საავიაციო ხელისუფლებამ ავიაკომპანიებს სთხოვა, თავი შეიკავონ კანარის სამ კუნძულზე – პალმაზე, გომერასა და იეროზე ფრენებისგან.
კუნძულ პალმაზე ვულკანი ბოლოს 1971 წელს ამოიფრქვა, მაშინ ეს ვულკანი ტენეგია იყო. მანამდე 1949 წელს სხვა ვულკანი – სან–ხუანი გააქტიურდა.
ყველა ახალი ამბავი
0