„ბენიფერი“ შვილებთან ერთად კინოში დააფიქსირეს – წყვილი ქუჩაში ჩახუტებული სეირნობს

© Facebook / Jennifer Lopezჯენიფერ ლოპესი
ჯენიფერ ლოპესი - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
გამოწერა
გლამურული ღონისძიებებისა და წითელი ხალიჩის შემდეგ ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ. ისინი ლოს-ანჯელესში გადაიღეს. წყვილი შვილებთან ერთად ღამის კინოჩვენებაზე იმყოფებოდა.
52 წლის ჯეი ლოს ჯინსის შარვალი, თეთრი მასიური და ნაცრისფერი ჟაკეტი ამშვენებდა, 49 წლის ბენს კი ჯინსის შარვალი და შავი ქურთუკი ეცვა. ისინი ჩახუტებულები სეირნობდნენ.
განსაკუთრებული ყურადღება ერთმა ფოტომ დაიმსახურა, სადაც მზრუნველი ბენი ჯეი ლოს ქალიშვილს ემას ეხუტება და ისე სეირნობს.
მანამდე, სანამ მარკ ენტონი, ჯენიფერ გარნერი, ალექს როდრიგესი და ანა დე არმასი გამოჩნდებოდნენ, იყვნენ ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი, 2000-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და გრაციოზული ჰოლივუდური წყვილი. ისინი 17 წლის შემდეგ კვლავ ერთად არიან, მათი „მეორედ მოსვლა“ გაზაფხულზე დაიწყო და წყვილის შესახებ საუბრები და მითქმა-მოთქმა დღემდე არ წყდება.
ყველა ახალი ამბავი
0