მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თურქმა გენერალმა საბერძნეთზე იერიშის გეგმა გაამხილა

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიანკარა
ანკარა - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2021
გამოწერა
გადამდგარმა გენერალმა აღიარა, რა მიმართულებით განახორციელებს დარტყმას ანკარა საბერძნეთთან ომის შემთხვევაში
თბილისი, 19 სექტემბერი– Sputnik. საბერძნეთთან ომის შემთხვევაში თურქეთის მთავარი სახმელეთო სამიზნე ქალაქი სალონიკი იქნება, განაცხადა გადამდგარმა თურქმა გენერალმა ერდოღან ყარაყუშმა (Erdoğan Karakuş).
მეზობელ ქვეყანასთან სავარაუდო კონფლიქტის შესახებ გადამდგარმა თურქმა სამხედრომ ისაუბრა პოლიტიკურ დებატებზე ტელეარხზე CNN Turk.
მან განაცხადა, რომ საბერძნეთმა როგორც აშშ-ის მოკავშირემ თავის ტერიტორიაზე აშშ-ის 20 სამხედრო ბაზა განათავსა. ერთ-ერთი მათგანი მდებარეობს ფრაკიაში, ქალაქ ალექსანდრუპოლისთან. ყარაყუშის თქმით, ეს ფორპოსტი მთლიანად აღჭურვილია და მზადაა იმისათვის, რომ თურქული ჯარის სახმელეთო ოპერაციის ბლოკირება მოახდინოს.
თავის მხრივ, ათენი შეეცდება სტამბოლის აღებას, მიიჩნევს სამხედრო მოსამსახურე.
ყველა ახალი ამბავი
0