„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2021
გამოწერა
ტოტალური თვალთვალისა და უკანონო მოსმენების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად აქციის მონაწილეებმა სუსთან მიყვანილი ავტომობილი დალეწეს.
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსის) შენობასთან აქცია-პერფორმანსის დროს დაკავებული ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრები ნიკა მოსიაშვილი და ბორის ყურუა ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
გუშინ ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ თანაპარტიელებთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან პერფორმანსი მოაწყო. ტოტალური თვალთვალისა და უკანონო მოსმენების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად აქციის მონაწილეებმა ყველას თვალწინ იქ მიყვანილი ავტომობილი დალეწეს.
ჯაფარიძის თქმით, მათ Scoda Octavia-ს მარკის ავტომობილი შეარჩიეს, რადგან ის სპეცსამსახურების თანამშრომლებთან ასოცირდება.
ზურაბ ჯაფარიძე და მისი თანაპარტიელები პერფორმანსის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2021
მანქანა აღარ არის - ზურაბ ჯაფარიძემ სუსის შენობასთან პერფორმანსი მოაწყო
სამართალდამცველებმა „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრები, დიდუბისა და საბურთალოს რაიონებში შეთანხმებული ოპოზიციური მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ნიკა მოსიაშვილი და ბორის ყურუა წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.
საქართველოში ბოლო დღეებში აგორდა სკანდალი, რომელიც ეხება სასულიერო პირების, დიპლომატების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების ფარულ მოსმენას, რომელსაც სუსი ახორციელებდა. მთავარ ოპოზიციურ ტელეარხებს ჩანაწერების 50 ათასზე მეტი ფაილი, სავარაუდოდ, სუსის ყოფილმა თანამშრომელმა გაუგზავნა.
საქართველოს პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე.
ყველა ახალი ამბავი
0