აჭარაში პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ხუთი პირი დააკავა: ვიდეოკადრები

© Ministry of Internal Affairs of Georgiaდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2021
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ პირებს 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით აჭარაში ხუთი პირი, მათ შორის, ნარკორეალიზატორი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქობულეთსა და ბათუმში ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად დაკავებულთაგან ოთხი უცხო ქვეყნის და ერთი საქართველოს მოქალაქეა. დაკავებულთა ასაკი 22-დან 47 წლამდეა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში ერთ-ერთი დაკავებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას ახდენდა. მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ნარკორეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა – 8 ათას ლარზე მეტი და 44 აბი „სუბოქსინი“.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის ასევე ბათუმში დააკავეს ორი პირი, რომელთა პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს 247 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „ალფა-პვპ“.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში პოლიციამ 47 წლის მამაკაცი დააკავა, რომლის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია სამ შეკვრად დაფასოებული „მეტამფეტამინის“ შემცველი ნარკოტიკი.
სპეცოპერაცია ფონიჭალაში - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2021
მასშტაბური სპეცოპერაცია: პოლიციამ 18 ნარკორეალიზატორი დააკავა
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია წარსულში ნასამართლევი 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი. მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია 10 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“-ს შემცველი ნივთიერება.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები ნარკოტიკულ საშუალებებს შემდგომი რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა ადგილზე, სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდნენ.
აღნიშნული დანაშაული 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0