ქალს, რომელიც წყნეთში სისხლიანი დაპირისპირებისას დაიჭრა, თირკმელი ნაწილობრივ მოჰკვეთეს

© AP Photo / Alessandra Tarantinoრეანიმაციული განყოფილება
რეანიმაციული განყოფილება - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2021
გამოწერა
ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე უცნობია, საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. წყნეთში მომხდარი ორმხრივი სროლის შედეგად ოთხი პირი დაიჭრა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
შემთხვევა შერვაშიძის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
თვითმხილველთა თქმით, სისხლიან დაპირისპირებაში 20-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა, სროლა კი ე.წ. დევნილთა დასახლებაში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ისმოდა.
დაჭრილებს შორისაა 58 წლის ქალი, რომელსაც ბრმა ტყვია მოხვდა. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

„პაციენტს კუჭის, ნაწლავებისა და თირკმლის დაზიანება აღენიშნებოდა. საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა. მოხდა თირკმლის ნაწილობრივი მოკვეთა, კუჭისა და ნაწლავის გაკერვა-აღდგენა. ამ ეტაპზე იგი მართვითი სუნთქვიდან მოხსნილია და მისი მდგომარეობა სტაბილურად ფასდება“, – განაცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა ნათია ნუცუბიძემ.

წუხანდელი დაპირისპირების მიზეზი კი ამ დროისათვის უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0