Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით – 16 სექტემბერი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.176-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 589.727-ს მიაღწია.
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.176 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 756 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 357, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 243, კახეთი – 236, ქვემო ქართლი – 143, შიდა ქართლი – 138, აჭარა – 134, გურია – 59, მცხეთა-მთიანეთი – 58, სამცხე-ჯავახეთი – 42, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2.838 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 554.618-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 43 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 8.390-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 26.693 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.637 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.242, აჭარაში – 607, იმერეთში – 1.049.
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები
1.322 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 354 პირი, მათგან თბილისში – 214, აჭარაში – 18, იმერეთში – 30. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.350 ადამიანი, მათ შორის 741 – თბილისში, 377 – აჭარაში. 19.706 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 75 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 74, ხოლო აჭარაში – 1.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21.877 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.176-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 589.727-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0