იაპონიამ საქართველოს სამედიცინო აპარატურა გადმოსცა

© photo: Sputnik / Evgeniy Samarin / გადასვლა მედიაბანკშირეანიმაციული განყოფილება
რეანიმაციული განყოფილება - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2021
გამოწერა
110 დეფიბრილატორი და 155 ერთეული ელექტროკარდიოგრაფიის აპარატი სასწრაფო დახმარების ბრიგადებისთვისაა განკუთვნილი.
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს იაპონიის საგრანტო დახმარების ფარგლებში მიღებული სამედიცინო აპარატურა გადაეცა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამედიცინო ინვენტარის გადაცემის ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, იაპონიის ელჩი საქართველოში აკირა იმამურა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კალანდია ესწრებოდნენ.
პულსოქსიმეტრები  - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
ჩეხეთის „კარიტასმა" საქართველოს პულსოქსიმეტრები გადმოსცა
უწყების ცნობით, იაპონიის საგრანტო დახმარების („ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგრამა“) ფარგლებში შპს „კრაუნ ეიჯენტ იაპონიამ“ სამინისტროს 110 ერთეული დეფიბრილატორი და 155 ერთეული ელექტროკარდიოგრაფიის აპარატი გადასცა. სამედიცინო აღჭურვილობა სასწრაფო დახმარების ბრიგადებისთვისაა განკუთვნილი.

„ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს იმ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, რომლითაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებია აღჭურვილი. ეს დახმარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში იაპონიის ელჩის აკირა იმამურას განცხადებით, აპარატურა მნიშვნელოვნად დაეხმარება ცენტრს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ყოველდღიურ რეჟიმში მიწოდების მიმართულებით და ხელს შეუწყობს კრიტიკული პაციენტების მდგომარეობის სტაბილიზაციას.
„სამედიცინო აღჭურვილობა, რომელიც იაპონიის მთავრობამ საქართველოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს გადასცა, პაციენტების გადარჩენას ემსახურება. კორონავირუსის დროს გულთან დაკავშირებული გართულებები ხშირია. ეს სამედიცინო აღჭურვილობა კი პაციენტების სიცოცხლეს გადაარჩენს და საქართველოს კოვიდ–კრიზისის გადალახვაში დაეხმარება“, – განაცხადა იაპონიის ელჩმა.
ყველა ახალი ამბავი
0